იოსები (იაკობის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „მშვენიერი იოსები“ გადაიტანა გვერდზე „იოსები (იაკობის ძე)“
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 14:
„მე სიზმრად ვნახე, — უთხრა იოსებმა ძმებს, — რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს სცემდენო; და კიდევ: [[მზე]], [[მთვარე]] და თერთმეტი [[ვარსკვლავი]] მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა [[ცხვარი|ცხვრის ფარა]] შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას შეუთვალეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.
 
=== იოსებიიოსების გაყიდვა ეგვიპტეში ===
[[ფაილი:Bartolomé Esteban Perez Murillo - Joseph and Potiphar's Wife - WGA16386.jpg|მინიატიურა|იოსები და პეტეფრეს ცოლი, [[ბარტოლომე ესტებან მურილიო]].]]
ვაჭრებმა იოსები [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეში]] მიიყვანეს და მეფის კარისკაც პეტეფრეს მიჰყიდეს. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა, ზელიხამ ცილი დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში იოსების გარდა ორი პატიმარი იყო — მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ იოსებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: „მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ [[ვაზი]] ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო“. მეპურეთუხუცესმა უთხრა: „სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო“. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: „სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო“. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა: „ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო“. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა.