ნიკოლოზ I (რუსეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები
ხაზი 33:
ნიკოლოზი დაიბადა [[გატჩინის სასახლე|გატჩინის სასახლეში]], [[გატჩინა|გატჩინაში]], [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-ისა და [[მარია თეოდორეს ასული|მარია ფიოდოროვნას]] ოჯახში. დაბადებიდან 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა ბებიამისი [[ეკატერინე II]], მამამისი გახდა რუსეთის იმპერატორი, ხოლო დედამისი რუსეთის დედოფალი. იყო [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-ის უმცროსი ძმა, რომელიც იმპერატორი 1801 წელს გახდა.
 
1817 წლის 13 ივლისს ნიკოლოზი დაქორწინდა ჩარლოტა პრუსიელზე (1798-1860), რომელსაც მოგვიანებით, მართლმადიდებლობის მიღების შემდეგ ეწოდა [[ალექსანდრა თედორეს ასული (ნიკოლოზ I-ის მეუღლე)|ალექსანდრა ფიოდოროვნა]]. ჩარლოტას მშობლები იყვნენ პრუსიის მეფე [[ფრიდრიხ ვილჰელმ III (პრუსია)|ფრიდრიხ ვილჰელმ III]] და [[ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი]].
 
ვინაიდან ნიკოლოზს ორი უფროსი ძმა ჰყავდა, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ოდესმე რუსეთის მმართველი გახდებოდა. თუმცა, რადგანაც ალექსანდრეს და კონსტანტინეს არ ჰყავდათ კანონიერი ვაჟები, ნიკოლოზს საშუალება ექნებოდა, რომ ერთ დღესაც იმპერატორი გამხდარიყო. 1825 წელს ალექსანდრე [[ტიფი|ტიფისგან]] სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. კონსტანტინემ, რომელიც იმ დროს [[ვარშავა|ვარშავაში]] იმყოფებოდა, უარი თქვა სამეფო ტახტზე. იმავე წლის 25 დეკემბერს ნიკოლოზმა გამოსცა მანიფესტი გამეფებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა [[დეკაბრისტთა აჯანყება]] ნიკოლოზ I-ის ჩამოგდების მიზნით. ნიკოლოზმა მალევე შეძლო მომხდარი აჯანყების ჩახშობა.