პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
 
===ლიტერატურული მოღვაწეობა ===
1915 წელს, ტიციან ტაბიძესთან, ვალერიან გაფრინდაშვილთან, [[კოლაუ ნადირაძე|კოლაუ ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|სანდრო ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად დააარსა „ცისფერი ყანწების“ ორდენი და 1916 წლიდან რედაქტორობდა ამავე სახელწოდების ალმანახს.<ref>პაოლო იაშვილი. „ნაკადული“, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>, რომელმაც დიდი როლი შეასრულა საქართველოში სიმბოლიზმის და სხვა [[მოდერნიზმი|მოდერნისტული]] მიმდინარეობიების განვითარებში.
 
1918-1921 წლებში მისი ლექსები და ნახატები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოებში. [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილთან]] ერთად ჩაერთო ქართული თეატრის აღორძინებაში.
 
იაშვილი აქტიურად არ შეწინააღმდეგებია [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს საბჭოთა ოკუპაციას]]. ხელისუფლება ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს იაშვილი აქტიური მომხრე იყო საბჭოთა ხელისუფლებისა. იაშვილმა დაწერა საქართველოს გასაბჭოებისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს"საქართველოს“. 1924 წელს დახვრიტეს მისი ძმა [[აგვისტოს აჯანყება]]ში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref> იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.
 
===თვითმკვლელობა===
ანონიმური მომხმარებელი