პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

03:10, 6 აპრილი 2006-ის ვერსია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (ფრანგ. Notre Dame de Paris), ასევე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი, გოთური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათდერალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოთური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი, დასავლეთის ფასადი.

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოთური კათედრალი იყო და შენდებოდა მთელი გოთური პერიოდის განმავლობაში. მისი სკულპტურები და მოჭიქული მინა ნატურალიზმის ძლიერ გავლენაზე მიუთითებს, აძლევა რა მათ უფრო სეკულარულ ხასიათს, რაც ადრეულ რომანულ ფორმებში ნაკლებად შეინიშნებოდა.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე.წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.



wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

თარგი:Link FA