ქართულ-ოსური დინასტიური ქორწინებები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
 
==ბაგრატ IV და ბორენა ==
[[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]] ისევე, როგორც გიორგი I ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორ [[რომანოზ III არგირუსი|რომანოზ III-ის]] (1028-1034 წწ.) ძმის, ბასილის ქალიშვილი [[ელენე (ბაგრატ IV-ის მეუღლე)|ელენე არგიროსი]] (არგიროპაულაინა). მათ ტაოში, [[ბანა|ბანას ტაძარში]] დაიწერეს ჯვარი [[1032]] წელს. თუმცა ეს დიპლომატიური ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. ქორწინებიდან ერთ წელიწადში ელენე დედოფალი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გარდაიცვალა.{{Sfn-2|ქც-1|1955|გვ=295}}{{Sfn-2|ანჩაბაძე|1979|გვ=183}} ბაგრატ IV-მ მეორედ იქორწინა [[ბორენა (დედოფალი)|ბორენა დედოფალზე]], რომელიც იყო „ოვსთ მეფისა ასული, დაი დორღოლელისა“.{{Sfn-2|ქც-1|1955|გვ=295}} მათი ქორწინება უნდა მომხდარიყო [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] 30-იან წლებში. ბორენასა და ბაგრატ IV-ს ეყოლათ ორი შვილი: ძე [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II]], შემდგომში საქართველოს მეფე და ასული, [[მარიამი (ბიზანტიის დედოფალი)|მართა-მარიამი]], ბიზანტიის მომავალი დედოფალი. ბორენა დედოფალი მფარველობდა ეკლესია-მონასტრებს. XI საუკუნის 70-იან წლებში ბორენა დედოფალმა თავის ასულ მართა-მარიამთან ერთად [[იერუსალიმი|იერუსალიმში]], სინას მთაზე, დააარსა კაპპათას დედათა მონასტერი.{{Sfn-2|კეკელიძე|1980|გვ=104}}
 
==გიორგი III და ბურდუხანი ==