სევილიის საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

02:43, 6 აპრილი 2006-ის ვერსია

სევილიის საკათედრო ტაძარი (ესპ. Catedral de Sevila, ყოფილი Catedral de Santa María de la Sede) საკუთარ ისტორიას 1402 წლიდან იწყებს, თუმცა მისი მშენებლობა მე-16 საუკუნემდე გრძელდებოდა. ეს უდიდესი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (წმ. პეტრეს ბაზილიკა რომში კათედრალთა რიცხვს არ ეკუთვნის) და ასევე უდიდესი შუასაუკუნეების გოთური რელიგიური შენობაა, ფართობითაც და მოცულობით. მისი ზომებია 76x115 მ. და იგი ყოფილი ალმოჰადის მეჩეთის ადგილას აშენდა. მისი ცენტრალური თაღი 42 მეტრის სიმაღლემდე ადის და გვერდითი სამრეკლოებიც კი იმხელაა, რომ თითოეული ცალკე ეკლესიას დაიტევა. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ქრისტიანულ სამყაროში უდიდესად ითვლება.

კათედრალი ფორთოხლის ბაღიდან
კათედრალის ინტერიერი

ინტერიერი, ყველაზე გრძელი მრავალთაღოვანი გუმბათით მდიდრული დეკორაციებითაა მორთული, დიდი რაოდენობით ოქროს ვარაყებით. კათედრალის მთავარ ნაწილში მხოლოდ დიდი ყუთის მაგვარი სტრუქტურა გამოყოფა, რომელიც გუმბათის ცენტრალური ნაწილის ქვეშაა მოთავსებული. აქედან იხსნება ხედი კაპილა მაიორზე, რომელსაც უზარმაზარი გოთური რეტაბლო ამშვენებს 45 ნაკვეთი სცენით ქრისტეს ცხოვრებიდან. ამ ნამუშევარზე ხელოსანი პიერ დანკარი მთელი ცხოვრება მუშაობდა და ის კათედრალის უმთავრეს ხელოვნების ქმნილებას წარმოადგენს -- უდიდესი და უმდიდრესი საკურთხეველი მსოფლიოში და ერთ-ერთი უნატიფესი ნიმუში გოთური ხის კვეთის ტექნიკისა.

კათედრალს ასევე გააჩნია რელიგიურ ძვირფას ქვათა, ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა დიდი კოლექცია, ქრისტეფორე კოლუმბის ძვალთსაცავთან ერთად.

მშენებლებს ძველი მეჩეთიდან ზოგიერთი სვეტი და ელემენტი გამოუყენებით, მათ შორის ყველაზე განთქმულია გირალდა, რომელიც თავდაპირველად მინარეთი იყო და ტაძრისთვის სამრეკლოდ გადაკეთდა. მის თავზე ქანდაკებაა, რომელიც რწმენის სიმბოლოს გამოხატავს. გირალდა ქალაქის ყველაზე განთქმული სიმბოლოა.

კათედრალის აიგო სევილიის სიმდიდრის დემონსტრერებისთვის, ის უმთავრესი სავაჭრო ცენტრი გახდა რეკონქისტას მომდევნო წლებში.