176 376
რედაქტირება
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
==გიორგი I და ალდე==
გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფე [[გიორგი I (საქართველოს მეფე)|გიორგი I]] (1014-1027 წწ.) ორჯერ იყო დაოჯახებული. მისი პირველი მეუღლე იყო [[ვასპურაკანის სამეფო|ვასპურაკანის]] სომხური სახელმწიფოს მეფის, სენექერიმ ჰოვანეს არწრუნის (1003-1021) ქალიშვილი [[მარიამ დედოფალი (საქართველო)|მარიამი]].{{Sfn-2|ჯავახიშვილი|1983|გვ=126}} მეფე გიორგი I მეორედ იყო დაოჯახებული. მისი მეორე მეუღლე ოსთა მეფის ქალიშვილი [[ალდე დედოფალი|ალდე]] იყო. ოსთა დამოყვრება პოლიტიკური მიზნით იყო განპირობებული. დედოფლის სახელი შემორჩენილია მხოლოდ [[XI საუკუნე|XI საუკუნის]] ბიზანტიელ ისტორიკოს [[გიორგი კედრენე]]სთან.{{Sfn-2|გეორგიკა|1963|გვ=58}} ისტორიკოს [[ჯაბა სამუშია]]ს ვარაუდით, ეს ქორწინება უნდა შემდგარიყო 1026 წლის დასაწყისში.{{Sfn-2|
გიორგი I მეორე ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა (1027 წლის 16 აგვისტოს, თრიალეთში) და სამეფო ტახტზე ავიდა მისივე მცირეწლოვანი ძე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]. მამის გარდაცვალების შემდეგ, დემეტრე უფლისწული და დედამისი საუფლისწულო მამულში ანაკოფიაში ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ „მატიანე ქართლისაის“ ავტორი ალდესა და დემეტრეზე საუბარს მას შემდეგ იწყებს, როდსაც გადმოგვცემს, რომ ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე ელენე, ქორწინებიდან მალევე გარდაიცვალა და მეფემ მეორედ იქორწინა. ავტორი დასძენს, {{ციტატა|და ამისსა შემდგომად სხუაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა. და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერცაღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არცაღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერღარა დაიდგნა და წარვიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და მიერითგან წარუხდა ანაკოფია აფხაზთა მეფესა მოაქაჟამადმდ.{{Sfn-2|ქც-I|1955|გვ=295}}}} დემეტრემ იმპერატორისაგან მაგისტროსის ტიტული მიიღო.{{Sfn-2|ანჩაბაძე|1979|გვ=58}}
|