ოზონის შრე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
185.115.7.30-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
გადარჩენა 0 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.6
ხაზი 1:
[[ფაილი:Ozone cycle.svg|მინი|ოზონ-ჟანგბადის ციკლი ოზონის შრეში]]
[[ფაილი:Future ozone layer concentrations.gif|მინი|NASA-ს სტრატოსფერული ოზონის კონცენტრაციის პროექცია თუკი არ იქნება აკრძალული ქლორ-ფთორ-ნახშირბადები]]
'''ოზონის შრე'''<ref>[http://techdict.ge/ka/word/ozone%20layer/ ოზონის შრე // ტექნიკური ლექსიკონი]</ref> — [[დედამიწის ატმოსფერო]]ს ნაწილი, სადაც ექსპერიმენტული მეთოდით შესაძლებელი ხდება [[ოზონი]]ს დადგენა. იკავებს სივრცეს დედამიწის ზედაპირიდან და ვრცელდება [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 70–80 კმ-მდე. უფრო ვიწრო გაგებით, ოზონის შრეს ან ოზონოსფეროს უწოდებენ მთლიანად [[სტრატოსფერო]]ს ან მის ფენას 20-იდან 30 კმ-მდე, სადაც წარმოდგენილია ოზონის ყველაზე დიდი რაოდენობა. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს [[დედამიწა]]ს და მთელ [[ბიოსფერო]]ს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. შეშფოთება ოზონის შრის გათხელების თაობაზე მეცნიერებმა პირველად [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 70-იან წლებში გამოთქვეს. ოზონის შრის დაშლის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტია ეგრეთ წოდებული [[ოზონის ხვრელი]].<ref>[http://eiec.gov.ge/News/Press-Releases/მოდული.aspx ოზონის შრის დაცვა და მონრეალის ოქმი]{{Dead link|date=მარტი 2022 |bot=InternetArchiveBot }}</ref>
 
თუკი მთელ [[ატმოსფერო]]ში შენარჩუნდებოდა ნორმალური პირობები და შესაძლებელი იქნებოდა მისი დაყოფა შრეებად, რომელთაგან თითოეული იქნებოდა მხოლოდ ერთი აირის შემცველი, მაშინ მთელი [[დედამიწის ატმოსფერო|ატმოსფერო]] დაიკავებდა დაახლოებით 8 კმ სისქის შრეს, ხოლო ოზონის შრის სისქე დაახლოებით 3 მმ იქნებოდა. ამ ჰიპოთეტური ოზონის შრის სისქე კონკრეტულ ადგილზე განსაზღვრავს ოზონის შრის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს, — [[ოზონი]]ს საერთო შემცველობას, რომელიც დობსონის ერთეულებში იზომება და რომელსაც სახელი ეწოდა ბრიტანელი ფიზიკოსისა და მეტეოროლოგის [[გორდონ მილერ ბორნ დობსონი]]ს პატივსაცემად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოზონის_შრე“-დან