დეიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5
No edit summary
ხაზი 1:
'''დეიზმი''' ({{lang-la|deus}} — „ღმერთი“) — [[რელიგია|რელიგიურ]]-[[ფილოსოფია|ფილოსოფიური]] მოძღვრება. დეიზმი აღიარებს ღვთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის არსებობას, მაგრამ ([[თეიზმი]]ს საწინააღმდეგოდ) უარყოფს პერსონიფიცირებულ [[ღმერთი|ღმერთს]], [[გამოცხადება]]სგამოცხადებას და [[ღვთის განგება]]ს და საერთოდ, ყოველგვარ [[ღვთისმეტყველება|ღვთისმეტყველურ]], [[დოგმა]]ტურ მოძღვრებებს. დეისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამყაროს შექმნის შემდეგ ღმერთი არ ერევა მოვლენათა მსვლელობაში; სხვა დეისტები თვლიან, რომ ღმერთი მაინც ახდენს გავლენას მოვლენებზე, თუმცა ბოლომდე არ მართავს მათ. დეიზმის შიგნით მრავალი მიმართულებაა და მისი საზღვრების ზუსტად დადგენა შეუძლებელია, რადგან თვითონ დეიზმის კონცეპცია არ სთავაზობს მკაცრს კანონებს. ამავდროულად დეიზმი მიიჩნევს, რომ [[გონება]], [[ლოგიკა]] და ბუნებაზე დაკვირვება ღვთისა და მისი ნების შეცნობის ერთადერთი გზაა. დეიზმი დიდად აფასებს ადამიანის გონებასა და [[თავისუფლება (ფილოსოფია)|თავისუფლებას]]. დეიზმი ცდილობს მეცნიერებისა და ღვთის არსებობის იდეის ჰარმონიაში მოყვანას და არა ღვთისა და მეცნიერების დაპირისპირებას.
 
დეიზმმა დიდი მნიშვნელობა XVII და XVIII საუკუნეებში, [[განმანათლებლობა|განმანათლებლობის]] ეპოქაში მოიპოვა, განსაკუთრებით ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და [[აშშ]]-ში. იგი პოპულარული იყო, ინტელექტუალებში რომლებიც აღზრდილნი იყვნენ, როგორც [[ქრისტიანობა|ქრისტიანები]] და სწამდათ [[მონოთეიზმი|ერთი ღვთის]], მაგრამ არ ემხრობოდნენ [[ორგანიზებული რელიგია|ორგანიზებულ რელიგიას]] და არ სწამდათ ზებუნებრივი მოვლენები, ისეთები როგორებიცაა [[სასწაული]], [[ბიბლიური შეუცდომლობა|წმინდა წერილების შეუცდომლობა]] ან [[სამება]].<ref>{{cite book|last=Thomsett|first=Michael C.|title=Heresy in the Roman Catholic Church: A History|url=http://books.google.com/books?id=LDbhV7u1_yIC|accessdate=2013-05-16|year=2011|publisher=McFarland|isbn=978-0-7864-8539-0|page=222}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეიზმი“-დან