ყარა ყარაევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
oğlu→ოღლუ
ხაზი 6:
|სურათისზომა =
|ფონი = classical_ensemble
|ნამდვილისახელი = ყარა აბულფაზ ოღლი-ოღლუ ყარაევი
|მეტსახელი =
|დაიბადა = [[5 თებერვალი]], [[1918]]
ხაზი 24:
|აღსანიშნავი ინსტრუმენტები =
}}
'''ყარა აბულფაზ ოღლი-ოღლუ ყარაევი''' ({{lang-az|Qara Əbülfəz oğlu Qarayev;}} დ. [[1918]] — გ. [[1982]]) — საბჭოთა [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანელი კომპოზიტორი]], პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. [[სსრკ სახალხო არტისტი]] ([[1959]]). [[სოციალისტური შრომის გმირი]] ([[1978]]). ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი სსრკ-ში.
 
== ბიოგრაფია ==
ყარა ყარაევი დაიბადა [[1918|1918 წლის]] [[5 თებერვალი|5 თებერვალს]] [[ბაქო|ბაქოში]] ცნობილი ექიმ-პედიატრის [[აბულფაზ ყარაევი|აბულფაზ ყარაევის]] ოჯახში, რომელიც ხალხური მუსიკის მცოდნე და მოყვარული იყო. დაწყებითი მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა [[ბაქოს კონსერვატორია|ბაქოს კონსერვატორიის]] მუშფაკზე (გ. გ. შაროევის ფორტეპიანოს კლასი) ([[1930]]-[[1935]]), [[1935]] წლიდან სწავლობდა იმავე კონსერვატორიაში კომპოზიციისა და ხალხური მუსიკის კლასებში შესაბამისად ლ.მ. რუდოლფსა და უ. ჰაჯიბეკოვთან. ამ პერიოდს მიეკუთვნებიან ყარაევის პირველი საავტორო ცდები, რომლებშიაც იგრძნობა აზებაიჯანული ხალხური ხელოვნების ძლიერი გავლენა.
 
[[1937]] წელს მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულ ექსპედიციაში, სადაც სწავლობდა და იწერდა [[აშუღები |აშუღებისა]] და [[მუღამები |მუღამების]] სიმღერებს. ერთი წლის შემდეგ შევიდა [[მოსკოვის კონსერვატორია|პ.ი.პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში]], სადაც ოსტატობას სრულყოფდა ა.ნ. ალექსანდროვთან (კომპოზიცია) და ს. ნ. ვასილენკოსთან (ინსტრუმენტირება). სწავლის პროცესი შეწყდა [[დიდი სამამულო ომი|ომის]] გამო და განახლდა [[1943]] წელს. [[1946]] წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ([[შოსტაკოვიჩი, დმიტრი|დ.დ. შოსტაკოვიჩის]] კომპოზიციის კლასი). ყარაევის სადიპლომო ნაშრომი იყო მეორე სიმფონია, რომელშიაც ნათლად გამოვლინდა კომპოზიტორის ინდივიდუალური ტალანტი.
 
[[1946]] წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ბაქოს კონსერვატორიაში ([[1949]] – [[1952]] წლებში — [[რექტორი]], 1959 წლიდან — [[პროფესორი]]). ყარაევის მოწაფეთა შორის არიან მისი შვილი [[ფარაჯ ყარაევი|ფარაჯი]], [[არიფ მირზოევი]], [[რაუფ ჰაჯიევი]], [[არიფ მელიქოვი]], [[ხაიამ მირზაზადე]], [[ვასიფ ადიგიოზალოვი]], [[ტოფიკ ბაქიხანოვი]], [[ფრანგიზ ალიზადე]]. კომპოზიტორის მოღვაწეობას ყარაევი უთავსებდა აქტიურ მონაწილეობას [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანის]] მუსიკალურ ცხოვრებაში: იყო [[ბაქოს ფილარმონია|ბაქოს ფილარმონიის]] მხატვრული ხელმძღვანელი (1941-1942), [[აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემია|აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის]] ხელოვნების ინსტიტუტის მუსიკის სექტორის გამგე (1948-1949).
ხაზი 194:
 
{{DEFAULTSORT:ყარაევი, ყარა}}
[[კატეგორია:XX საუკუნის აზერბაიჯანელი კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი ოპერის კომპოზიტორები]]
[[კატეგორია:აზერბაიჯანელი კინოკომპოზიტორები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყარა_ყარაევი“-დან