ლუიზა ბელგიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 87:
მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ძლიერი პიროვნების ლუიზამ უარი თქვა ეცხოვრა ადამიანთან, რომელიც მას სრულებით არ შეეფერებოდა. ლუიზას სკანდალური ცხოვრება ჰქონდა, მას შეუყვარდა არისტოკრატი ოფიცერი, გეზა მატაჩიჩი. ჯერ კიდევ მისმა მეუღლემ, ლუიზა შეშლილად გამოაცხადა და დაარწმუნა [[ფრანც იოზეფ I|ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფ I]], რომ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ, ხოლო მატაჩიჩი გაყალბებაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. ოთხი წლის შემდეგ გაათავისუფლეს, იგი დაეხმარა ლუიზას სავაადმყოფოდან გაქცევაში. შემდეგ ორივემ იმოგზაურა მთელი [[ევროპა|ევროპის]] მასშტაბით. ლუიზა მეუღლესთან საბოლოოდ განქორწინდა 1906 წელს.
 
თავის დასთან [[სტეფანია ბელგიელი|სტეფანიასთან]] ერთად მან შეიტანა რამდენიმე სარჩელი ბელგიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მამის (რომელიც გარდაიცვალა 1909 წელს) მემკვიდრეობის დასაბრუნებლად. მათ სასამართლო დავა წააგეს, თუმცა, 1914 წელს ლუიზამ მოახერხა მეფე [[ლეოპოლდ II (ბელგია)|ლეოპოლდ I]]I-ის ქონების ნაწილის მიღება. პირველი მსოფლიოს ომის და გერმანიის დამარცხების შემდეგ ლუიზას ფინანსური პრობლემები შეექმნა და გადაწყვიტა, გამოექვეყნებინა თავისი მემუარები სათაურით ''Autour des trônes que j'ai vu tomber''. პრინცი ფილიპი, მისი ყოფილი ქმარი, გარდაიცვალა 1921 წელს. 1924 წელს, 66 წლის ასაკში, ლუიზა სიღარიბეში გარდაიცვალა, ხოლო ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა მისი საყვარელი, მატაჩიჩიც. მისი ერთადერთი შთამომავალი იყო მისი ქალიშვილი, დოროთეა, რომელთანაც კონტაქტი არ ჰქონდა.
 
== ცხოვრება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუიზა_ბელგიელი“-დან