ნეოპლატონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შესავალში უფრო განვავრცე ნეოპლატონიზმის მნიშვნელობა და უფრო ზოგადად მიმოვიხილე
ხაზი 1:
[[ფაილი:Plotinos.jpg|thumb|right|250px|პლოტინუსი]]
'''ნეოპლატონიზმი''' — თეორიული მოაზროვნეების ჰეტეროგენული სკოლების ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების საერთო სახელწოდება, ისინი ცდილობდნენ განევითარებინათ და შეერწყათ ბერძენ ფილოსოფ [[პლატონი]]ს მეტაფიზიკური იდეები. ნეოპლატონიზმი ჩვ.წ მე-3 საუკუნეში აღმოცენდა ელინისტური და რელიგიური ფილოსოოფის ფონზე. ტერმინი არა იმდენად იდეებს, რამდენადაც მოაზროვნეებს აერთიანებს, რომელთაც თავდაპირველად ამონიუს საკა და მისი მოსწავლე, პლოტინოსი წარმოადგენდნენ. ნეოპლატონური სისტემებისთვის არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი იდეები, რომლებიც ამ მიმდინარეობას მიეწერება. მაგალითად, მონისტური იდეა,რომ ყველანაირი რეალობა შეიძლება მიღებულ იქნას ერთი ცალკეული პრინციპიდან, რომელსაც "ერთი" ეწოდება(რაც ნეოპლატონისტურ იერარქიაში ღმერთის პირველ ჰიპოსტაზს წარმოადგენს).
 
პლოტინოსის შემდგომ სამ განსხვავებულ პერიოდს გამოყოფენ ნეოპლატონიზმში: მისი მოსწავლის პორფირის შრომები( III-დან ადრეულ IV საუკუნემდე); შემდგომ იამბლიკუსი(პითაგორას ბიოგრაფი, მოღვაწეობდა III-IV საუკუნეებში); და პერიოდი V-VI საუკუნეებში, როდესაც ალექსანდრიის და ათენის აკადემიები ჰყვაოდა.
 
ნეოპლატონიზმს უდიდესი გავლენა ჰქონდა შემდგომ ფილოსოფიაზე. შუა საუკუნეებში ნეოპლატონურ იდეებს შეისწავლიდნენ და განიხილავდნენ ქრისტიანი, მუსლიმი და ებრაელი მოაზროვნეები. ისლამურ კულტურულ სამყაროში ნეოპლატონური ტექსტები ხელმისაწვდომი იყო არაბულად და სპარსულად. მრავალი გამოჩენილი ფილოსოფისი: ალ-ფარაბი, ავიცენა და სხვ. გააერთიანეს ნეოპლატონური იდეები საკუთარ ნაშრომებში. [[თომა აკვინელი|თომა აკვინელს]] პირდაპირი წვდომა ჰქონდა პროკლეს, სიმპლიციუსის და [[დიონისე არეოპაგელი|ფსევდო-დიონისე არეოპაგელის]](ნუცუბიძე-ჰონინგმანის თეორიით პეტრე იბერი) ნაშრომებთან, მან ასევე იცოდა სხვა ნეოპლატონისტები, როგორიცაა პლოტინოსი(ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი) მეორეული წყაროებიდან.
 
ნეოპლატონიზმს დიდი გავლენა ჰქონდა იტალიური რენესანსის მოაზროვნეებზე: მარსილიო ფიჩონოსა და პიკო დელა მირანდოლაზე. მე-19 საუკუნეში ნეოპლატონური იდეები გამოიხატა უნივერსალიზმში, ხოლო თანამედროვე ფილოსოფიაში სპირიტუალიზმსა და არადუალიზმში.
 
== დოქტრინა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეოპლატონიზმი“-დან