ბერქიაროქი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
მამის გარდაცვალების შემდეგ ვერ მოახერხა [[სულთანი|სულთნის]] ტიტულის მიღება, რადგან მის უმცროს ძმას, 4 წლის [[მაჰმუდ I (სელჩუკთა სახელმწიფო)|მაჰმუდ I]]-ს უბოძეს ტახტი. სელჩუკთა იმპერია ქაოსმა და დინასტიურმა ომმა მოიცვა. [[1094]] წელს, [[ისპაჰანი|ისპაჰანში]] მოახერხა ძმის მომხრეთა არმიის განადგურება, შეიპყრო 6 წლის [[მაჰმუდ I (სელჩუკთა სახელმწიფო)|მაჰმუდ I]] დედამისთან ერთად და სიკვდილით დასაჯა. იმავე დღეს თავი გამოაცხადა [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] სულთნად. 1 წლის შემდეგ მან დაამარცხა ამბოხებული ბიძამისი, [[თუთუშ I]], რომელიც [[სირია|სირიის]] სულთნად მიიჩნევდა თავს.
 
მისი მმართველობის პერიოდში არ წყდებოდა ტახტისათვის ბრძოლა. ბარკიიარუქს ძმების სახით კონკურენტები გამოუჩნდა. [[აჰმედ სენჯერი|აჰმედ სენჯერმა]] შეძლო მისი დამარცხება და [[ხორასანი]]ს ხელში ჩაგდება, ხოლო [[მაჰმედ I]] თავს სელჩუკთა [[ანატოლია|ანატოლიის]] სულთნად აცხადებდა. მიუხედავად ამისა, მისი არმია კარგად იგერიებდა აჯანყებულების იერიშებს, თუმცა [[1104]] წელს იძულებული გახდა იმპერიის ტერიტორიები ძმებისათვის გაეყო. ბერქიიარუქისბერქიაროქის დროს [[ვეზირი|ვეზირების]] თანამდებობებზე დანიშნულნი იყვნენ [[ნიზამ ალ-მულქი]]ს ვაჟები, იზ ალ-მულქ ჰუსეინი, ფახრ ალ-მულქი და მუააიდ ალ-მულქი.
 
[[1096]] წელს დაწყებულმა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა]] შეარყია სელჩუკთა იმპერიის ძლიერება. [[1105]] წელს, 25 წლის ბერქიაროქი გარდაიცვალა. მის შემდეგ [[სულთანი]] გახდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, [[მელიქ-შაჰ II]], რომელიც მალევე ჩამოაგდო ტახტიდან და მოკლა ბერქიიარუქის ძმამ, [[მაჰმედ I|მაჰმედ I-მა]].