ნაბადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 176.221.213.127 ცვლილებების გაუქმება (№4326872)
იარლიყი: გაუქმება
 
ხაზი 1:
'''ნაბადი''', მოთელილი [[მატყლი]]საგან დამზადებული წინ გახსნილი მთლიანი წამოსასხამი. XIX საუკუნის [[ქართველები|ქართველების]] და სხვა [[კავკასიელები|კავკასიელ]] ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტი, აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ღრმად ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალი ან მაღალხაოიანი. XIX საუკუნეში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო [[ჩრდილოეთ კავკასია]], [[ყაბარდო-ჩერქეზეთი]], [[დაღესტანი|დაღესტნის]] მთიანეთი და [[ოსეთი]], [[ამიერკავკასია]]ში — [[საქართველო]] ([[იმერეთი]], [[სამეგრელო]], [[სვანეთი]] და [[დუშეთი]]ს კუთხე). ნაბადის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლოდრომდე კარგად იყო შემონახული შინამრეწველობაში. მაგალითად, სოფელი [[ჯვარი (ქალაქი)|ჯვარი]]ს (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში, ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბადებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვა. XIX საუკუნეში ნაბადი [[ჩოხა]]-[[ახალუხი|ახალუხთან]] ერთად ფართოდ გავრცელდა [[ყუბანი]]სა და [[თერგი]]ს [[კაზაკი|კაზაკობაში]] როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას.
 
==ლიტერატურა ==
* ''გოგიჩაიშვილი ფ.,'' ხელოსნობა საქართველოში, თბ., 1976;
*''გუგუშვილი პ.,'' შინამრეწველობის საქართველოსა და ამიერკავკასიაში 1801-1920 წწ., «ეკონომიკის ინსტიტუტის შრომები», 1950, ტ. 4;
ხაზი 8:
*''ჩაჩაშვილი გ.,'' ქართლელი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1957, ტ. 19A და 21B;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4, თბ., 1984;
*[[ქსე]], ტ. 7, გვ. 279-280, თბ., 1980 (A4 is king)
 
[[კატეგორია:კავკასიელ ხალხთა ნაციონალური სამოსი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაბადი“-დან