როზა ლუქსემბურგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
ლუქსემბურგი თვლიდა, რომ დამოუკიდებელი [[პოლონეთი|პოლონეთის]] განვითარება მხოლოდ [[გერმანია|გერმანიაში]], ავსტრია-უნგრეთსა და რუსეთში სოციალისტური რევოლუციების მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. მთავარი ბრძოლა მიმართული უნდა ყოფილიყო კაპიტალიზმის წინააღმდეგ და არა მხოლოდ პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის. ლეო იოგიხესთან ერთად მან 1893 წელს პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტია დააარსა, რომლის მთავარ იდეოლოგსაც თავადვე წარმოადგენდა.
 
[[1897]] წლის აპრილში ლუქსემბურგი, გერმანიის მოქალაქეობის მოპოვების მიზნით, ძველი მეგობრის შვილზე, გუსტავ ლიუბეკზე დაქორწინდა, რომელსაც ხუთი წლის შემდგომ ფორმალურად გაშორდა. ქორწინების შემდგომ ბერლინში დასახლდა, სადაც იგი აქტიურად ჩაერთო [[გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|გერმანიის სოციალ-დემოკრატიული]] პარტიის საქმიანობაში. პარტიის ქალთა ფრაქციაში მან [[კლარა ცეტკინი]] გაიცნო, რომელთან მეგობრობაც ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. 1907-1915 წლებში ლუქსემბურგს რომანტიულირომანტიკული ურთიერთობები ჰქონდა ცეტკინის უმცროს ვაჟ კოსტია ცეტკინთან, რასაც მისი 600 პირადი კორესპონდენცია მოწმობს.
 
პარტიის ფარგლებში ლუქსემბურგი მწვავედ დაუპირისპირდა ედუარდ ბერნშტაინის რევიოზიონისტულ თეორიას. ლუქსემბურგის [[1898]] წლის სექტემბერში გამოცემული ბროშურა „სოციალური რეფორმა თუ რევოლუცია?“ სწორედ ამ დაპირისპირებას აღწერს. თავისი რიტორიკული უნარებით, ლუქსემბურგმა მალევე დაიკავა გამორჩეული ადგილი და პარტიის რეფორმისტული საპარლამენტო კურსის ერთ-ერთ მთავარ კრიტიკოსად იქცა.