ბუტკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: გაუქმებულია ემოძი რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
Reverted 1 edit by 5.178.195.206 (talk) (TwinkleGlobal)
იარლიყი: გაუქმება
 
ხაზი 2:
'''ბუტკო''' ({{lang-la|pistil}}) — [[ყვავილოვანი მცენარეები|ფარულთესლოვანი მცენარეების]] [[ყვავილი]]ს [[რეპროდუქცია|რეპროდუქციული]] ორგანო. შედგება ქვედა გამსხვილებული [[ნასკვი]]ს, წვრილი ცილინდრული სვეტისა და სხვადასხვა ფორმის დინგისგან, რომელსაც [[დამტვერვა|დამტვერვის]] დროს ხვდება მტვრის მარცვლები. ნასკვის ღრუში მოთავსებული ერთი ან რამდენიმე თესლკვირტი განაყოფიერების შემდეგ გადაიქცევა [[თესლი (მცენარე) |თესლად]], ნასკვი კი — [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფად]].
 
ბუტკო სხვადასხვა ფორმისაა. წარმოიქმნება ერთი ან რამდენიმე განცალკევებული ან შეზრდილი [[ნაყოფფოთოლი|ნაყოფფოთლისგან]]. მარტივ შემთხვევაში ბუტკო ერთი ნაყოფფოთლისგან ვითარდება (მაგ., [[ბაიასებრნი]]); თუ ერთ ყვავილში რამდენიმე ასეთი განცალკევებული ბუტკოა, მაშინ მას ''აპოკარპული'' ეწოდება, ორი ან რამდენიმე ერთმანეთთან შეზრდილი ნაყოფფოთლისგან შექმნილ ერთ ბუტკოს კი — ''ცენოკარპული''. ბუტკოს წარმომქმნელი ნაყოფფოთლების რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს (მაგრამ არა ყოველთვის) დინგისა და დინგის ნაკვთების ან ნასკვის კედლის შუა ძარღვების რაოდენობით. დახშულნასკვიანი ბუტკოს წარმოშობა მცენარეთა სამყაროს განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია. მან ხელი შეუწყო ფარულთესლოვანი მცენარეების სწრაფ განსახლებას.ყვავილი ერთადერთია🌷⚘
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|2|589}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუტკო“-დან