ქანი (გეოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(GR) File renamed: File:Perpendicularly-fused Metamorphosed Sedimentary Layers.jpgFile:Fractured Metamorphosed Sedimentary Layers.jpg Criterion 3 (obvious error) · The original uploader misinterpreted this locality - the upper layer is fractured, not rotated - see talk
No edit summary
ხაზი 4:
[[ფაილი:Fractured Metamorphosed Sedimentary Layers.jpg|thumb|[[მეტამორფული ქანები]]]]
'''ქანი''' — [[დედამიწის ქერქი]]ს ამგებ მინერალთა აგრეგატი (მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც ქმნის დამოუკიდებელ [[გეოლოგია|გეოლოგიურ]] სხეულს. ქანი სხვადასხვა შედგენილობის მინერალების მექანიკური
ერთობლიობაა. თითოეულ ქანს ახასიათებს [[მინერალი|მინერალური]] შედგენილობის (ქანთმაშენი მინერალების პროცენტული შეფარდება) მეტნაკლები მუდმივობა. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდება აგრეთვე სტრუქტურით, ტექსტურითა და ფიზიკური თვისებებით (სიმკვრივე, სხვადასხვა მექანიკური, თბური, ელექტრული, მაგნიტური და სხვა თვისებები). წარმოშობის მიხედვით გამოიყოფა ქანების 3 ძირითადი ჯგუფი : [[მაგმური ქანები]], [[დანალექი ქანები]] და [[მეტამორფული ქანები]].
 
1) ''მაგმური ქანები'' :
{{მთავარი|მაგმური ქანები}}
წარმოადგენს [[მაგმა|მაგმის]] გაცივებისა და დაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ ქანებს. მაგმის გაცივების პირობების მიხედვით არჩევენ მაგმური ქანების ორ ძირითად ტიპს : ეფუზიურს (ვულკანურს, ამონთხეულს), როდესაც ლავის სახით ამონთხეული მაგმა დედამიწის ზედაპირზე ცივდება და ინტრუზიულს (სიღრმულს), როდესაც მაგმა [[დედამიწის ქერქი]]ს სიღრმეში ცივდება.
 
2) ''დანალექი ქანები'' :
{{მთავარი|დანალექი ქანები}}
წარმოადგენს ოკეანურ, ზღვიურ, ტბიურ აუზებში, ჭაობებსა და [[მდინარე]]ეებში დედამიწის ქერქის გამოფიტვისა და ვულკანიზმის პროდუქტების, აგრეთვე ორგანული ნაშთების დალექვისა და მათი დიაგენეტურ-კატაგენეტური გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ ქანებს.
[[გეოტექტონიკა|გეოტექტონიკური]] ნიშნების მიხედვით განარჩევენ [[გეოსინკლინი|გეოსინკლინურ]], [[ბაქანი|ბაქნურ]] ან [[გარდამავალი ზონა|გარდამავალი ზონის]] დანალექ ქანებს, ხოლო სედიმენტაციის გარემოს მიხედვით - ზღვიურ, ტბიურ, მდინარეულ, ჭაობის, მყინვარულ, ეოლურსა და სხვა.
 
3) ''მეტამორფული ქანები'' :
{{მთავარი|მეტამორფული ქანები}}
დედამიწის წიაღში ტემპერატურის, წნევისა და [[ფლუიდი|ფლუიდების]] გავლენით გარდაქმნილი დანალექი ან მაგმური ქანებია. მაგმური ქანების გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილ მეტამორფულ ქანებს უწოდებენ ორთოქანებს, ხოლო დანალექი ქანების შეცვლის შედეგად წარმოქმნილს — პარაქანებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქანი_(გეოლოგია)“-დან