გოლა ჩიტაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ALLBUS Georgia-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{მმ*|ჩიტაძე}}
'''გოლა (გრიგოლ) ჩიტაძე''' (დ. [[1871]], [[გორი]] — გ. [[11 თებერვალი]], [[1892]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] რევოლუციონერი, პოლიტიკური ლიდერი, [[მარქსიზმი]]ს ერთ-ერთი პირველი პროპაგანდისტი საქართველოში
 
==ბიოგრაფია==
სწავლობდა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, 1881 წლიდან კი [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში. აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტთა რევოლუციურ საქმიანობაში. 1885 წელს იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. თავის ძმასთან [[შიო ჩიტაძე]]სთან ერთად იგი [[მაქსიმ გორკი]]ს უახლოესი მეგობარი იყო. ახლო ურთიერთობა ჰქონდა [[ხალხოსნობა|ხალხოსან]] რევოლუციონერებთან. მისი წიგნთსაცავით სარგებლობდნენ თბილისის მოწინავე ახალგაზრდები და მუშები. ქალაქის ბაზარში მდებარე ერთ-ერთი დუქნის უკანა ოთახში [[ისიდორე რამიშვილი]] და გოლა ჩიტაძე ყველა ხელმოკლე ადამიანს ეპატიჟებოდნენ. მუშები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლებიდან გამოგდებული მოსწავლეები უფროსკურსელებთან წერა-კითხვის, არითმეტიკისა და ისტორიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. ბუნებრივია, წრის წევრებს უწევდათ საუბარი პირდაპირი არჩევნების, დამფუძნებელი კრების მოწვევის, სიტყვის თავისუფლების, ქართული ენის მნიშვნელობის, უფასო საყოველთაო განათლებისა და გაჭირვებული მოქალაქეების სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზეც. [[„ქარგალთა კავშირის”]] წევრები ისიდორესა და გოლას ხელშეწყობით თბილისის ყველაზე აქტიურ და მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდნენ. კავშირის წევრების მთავარი სამიზნე სემინარიის რუსიფიკატორი მმართველი, სასტიკი მეთოდების გამოყენების გამო ბევრ არალეგალურ გაზეთში დესპოტად მოხსენიებული რექტორი ჩუდეცკი და მისი პოლიტიკა გახლდათ. დაძაბულმა მუშაობამ და მეცადინეობამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და იგი მალე გარდაიცვალა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გოლა_ჩიტაძე“-დან