კრიპტიები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
'''კრიპტიები''' ({{lang-el|ϰρυπτεία}} — კრიპტია, < {{lang-el2|ϰρυπτός}} — საიდუმლო, ფარული) — ჩვეულება (დამსჯელი ექსპედიციები) ძველ [[სპარტა]]ში, რომელსაც იყენებდნენ [[ჰილოტები]]ს აჯანყებების თავიდან ასაცილებლად. [[პლუტარქე]]ს ცნობით, სპარტის ხელისუფლება დროდადრო მხოლოდ მოკლე მახვილებით შეიარაღებულ ახალგაზრდა [[სპარტიატები|სპარტიატებს]] ავალებდა მიეკვლიათ და ჩასაფრებით თავს დასხმოდნენ ყველაზე მხნე და ძლიერ ჰილოტებს. მოცემული ჩვეულება წარმოიშვა, სავარაუდოდ, [[ინიციაცია|ინიციაციის]] ძველი წეს-ჩვეულებებიდან. კრიპტიები ახალგაზრდა სპარტიატების სამხედრო მომზადების ფორმა და ჰილოტების დაშინების მთავარი ზომა გახდა (ეს უკანასკნელნი რაოდენობით ბევრად აღემატებოდნენ სპარტის მოქალაქეებს). კრიპტიების პრაქტიკის შემოღებას არც ისე იშვიათად [[ლიკურგე]]ს საკანონმდებლო მოღვაწეობას უკავშირებენ, რაც ეჭვის ქვეშ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში დადგა.<ref>{{დრე წიგნი |ავტორი=Стрелков А. В. |სათაური=Криптии |ტომი=16 |გვ=38 |id=2112557}}</ref> კრიპტიებს აგრეთვე უწოდებდნენ სპარტელ ახალგაზრდათა რაზმებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ეწეოდნენ საპოლიციო სამსახურს.