პეტრიწონის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
მონასტერი [[1083]] წელს დააფუძნა დიდებულმა [[გრიგოლ ბაკურიანის ძე]]მ, რომელიც ცნობილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო [[ბიზანტია|ბიზანტიის]] კარზე. მანვე შეუდგინა მონასტერს [[ტიპიკონი]] ქართულ და ბერძნულ ენებზე.
 
კომპლექსში შედის ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და [[წმინდა გიორგი]]ს ეკლესიები, აგრეთვე საძვალე (საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი). პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები,ზვრები, საძოვრები, წისქვილი, ციხე-ქალაქები, სათევზაო ტბა, საავადმყოფო, სასტუმრო და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას.აღსანიშნავია, რომ მონასტერს ეს ქონება მონასტერს თვითონ [[გრიგოლ ბაკურიანის ძე|გრიგოლმა]] უბოძა, ასევე უშუალოდ მონასტერს მანვე შესწირა მრავალი ხატი, წიგნი, ჯვარი, მღვდელმსახურთა სამოსელი. მონასტრის [[ტიპიკონი|ტიპიკონში]] ასევე ნახსენებია, რომ მასვე აუგია სამი ეკლესია საიდანაც მთავარი ტაძარი ყოფილა [[მარიამ ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] სახელობის, ხოლო დანარჩენი ორი კი [[წმინდა გიორგი|წმინდა გიორგისა]] და [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] სახელს ატარებდა. ამავე ტიპიკონში ნახსენებია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აიგო "სამარხვო" (საძვალე,კრიპტა) ბულგარულ ენაზე მას "კოსტნიცას" უწოდებენ. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთაღნიშნული ნაგებობებიდან ჩვენს დრომდე, მხოლოდ "სამარხვომ" მოაღწია. მონასტერთან არსებობდა [[პეტრიწონის სემინარია|სემინარია]]. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა [[იოანე პეტრიწი]], რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას. [[1204]] წელს მონასტერი [[ჯვაროსნული ომები|ჯვაროსნებმა]] დაარბიეს და გაძარცვეს.
 
ბულგარეთის მეორე იმპერიის პერიოდში მონასტერს მფარველობდა მეფე [[ივანე ალექსანდრე]], რომელიც სამლოცველოს ერთ-ერთი არკის კედლის ფრესკაზეა გამოსახული. მე-11 საუკუნიდან მონასტერში სკოლა იყო განთავსებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ მონასტერი [[ოსმალეთის იმპერია|თურქების]] ბულგარეთში მრავალგზის შემოსევას გადაურჩა, ის საბოლოოდ მაინც გაძარცვულგაძარცვული და განადგურებულგანადგურებული იქნა XV საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა XVმონასტრის ხელახალი მშენებლობა XVI საუკუნეშისაუკუნის ისევბოლოს აღადგინესდაწყებულა. უცნობი ავტორის რეფექტორიის კედლებზე შესრულებული მიურალები განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებისაა, რომელიც 1601 წელს აღდგა, ხოლო ღვთისმშობლის ეკლესია, დღემდე შემორჩენილი, 1604 წელს დასრულდა.
 
მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-თურქეთის ომის]] ([[1877]]-[[1878]]) დროს [[რუსეთი]]ს არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა.
 
შემონახულია [[1311]] წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოოქროვილი ვერცხლით მოუჭედავთ [[ტაო|ტაოელ]] ძმებს ათანასი და ოქროპირ ეგნატის შვილებს. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ XIV საუკუნის დასაწყისში ეს მონასტერი სავარაუდოდ ჯერ კიდევ ქართველების ხელშია. [[პარმენ ზაქარაია|პარმენ ზაქარაიას]] მოსაზრებით ხატზე აშაკრად იკვეთება სამი დროის ფენა. 1311 წელს წელს მოჭედილი ხატი შემდგომ საუკუნეებში დაზიანებულა და ხელმეორედ 1819 წელს მოუჭედავთ. 1311 წელს ხატის მოჭედვის წელს მასზე არსებულ წარწერაში ქართლის მეფეებად ნახსენები არიან ვინმე კონსტანტინე და დიმიტრი, თუმცა ქართული ისტორიოგრაფია ამ პერიოდში ამ სახელებით, ამ კუთხეში მმართველ მეფეებს არ იცნობს. [[აკაკი შანიძე|აკაკი შანიძის]] მოსაზრებით კონსტანტინე იმერეთის მეფე უნდა ყოფილიყო, ხოლო დიმიტრი კი ტახტის მემკვიდრე.
შემონახულია [[1311]] წლის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის [[გუმბათი]]ს ჯვარს ქართული წარწერა აქვს.
 
მთავარი ეკლესიის [[გუმბათი]]ს ჯვარს ქართული [[ასომთავრული]] წარწერა აქვს და იკითხება, როგორც "ძლევაჲ იესუს ქრისტესი". [[ნიკოლოზ ბერძენიშვილი|ნიკო ბერძენიშვილის]] მოსაზრებით ეს [[ჯვარი]] XI საუკუნეში უნდა ყოფილიყო შექმნილი და ვარაუდობდა, რომ წარწერის შინაარსისა და ზომების გამო შესაძლებელია ის სამხედრო დანიშნულების ყოფილიყო. მისი ეს მოსაზრება ემყარებოდა [[ტიპიკონი|ტიპიკონში]] [[გრიგოლ ბაკურიანის ძე|გრიგოლ ბაკურიანის ძის]] შეწირულობათა ნუსხაში ნახსენებ ნივთს რომელიც მოხსენიებულია, როგორც "საზოლავროჲ ჯვარი ერთი ვერცხლისაი ოქროჲთა ცურვებული." თუმცა [[აკაკი შანიძე]] ვარაუდობდა, რომ ჯვარი უფრო მოგვიანებით უნდა ყოფილიყო შექმნილი და მისი შექმნის თრიღად XIV საუკუნეს ვარაუდობდა.
 
ძველი სატრაპეზოს ადგილას ახალი XVI საუკუნეში მთავარი ტაძრის სამხრეთით აგებულა. მის ფრესკებზე გამოსახულნი არიან [[ტაო|ტაოელი]] ძმები [[გრიგოლ ბაკურიანის ძე|გრიგოლ]] და [[აბაზ ბაკურიანის ძე|აბაზ]] ბაკურიანის ძეები რომელთა შორისაც ბიზანტიის იმპერატორი ალექსი კომნენოსის გამოსახულებას ვხედავთ წარწერით "მშენებლნი მონასტრისა გრიგოლი და ასპასიოსი ძმა მისი. ალექსი კომნენოსი იმპერატორი." აქვე არის აღნიშნული ტრადიცია, რომელიც ზემოარნიშნულ ხატს ეხება. კერძოდ ეს ხატი მტრების ერთ-ერთი შემოსევის დროს კლდეში გადაუმალავთ და მას შემდეგ აღდგომის ყოველ მეორე დღეს ამ ხატს მისი გადამალვის ადგილზე მიასვენებენ.
 
== რესურსები ინტერნეტში ==