ვაჟა ორბელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვაჟა ორბელაძე''' (დ. 3 თებერვალი, 1941, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი. საქართველოს სსრ დამსახურებული არქიტექტორი. თბილისის საპატიო მოქა...
 
No edit summary
ხაზი 3:
[[1965]] წელს დაამთავრა [[საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი]]ს სამშენებლო ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალობით, ხოლო ასპირანტურა 1968 წელს.
 
1968 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ პედაგოგად. 1975-1983 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ [[ძველი თბილისი]]ს რეკონსტრუქციის განყოფილებაში მთავარ არქიტექტორად, შემდეგ კი სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. მისი თანაავტორობით (არქ. [[ვიქტორ ჯორბენაძე]]სთან ერთად) აშენებულია თბილისის რიტუალების სასახლე; ავტორია „[[მაკდონალდსი]]ს“ რესტორნის შენობის რუსთაველის მოედანზე, რესტორანი „ძველი მეტეხის“ ([[გელა ჯაფარიძე]]სთან ერთად) კომპლექსის [[ამაღლების ქუჩა]]ზე (ქ. თბილისი), სავაჭრო პავილიონის [[შოთა რუსთაველის გამზირი|შოთა რუსთაველის გამზირზე]], წმ. ნიკოლოზის ეკლესიის რეკონსტრუქციის (თანაავტორი [[არჩილ მენაბდე]]), ბერძნული სახლის მდ. მტკვრის სანაპიროზე, სასტუმრო „პოსეიდონის“ [[იოსებ გრიშაშვილის ქუჩა]]ზე, „ჰოლდინგ ნუროლის“ სახლის ([[გიული გეგელია]]სთან და [[გია ნადირაძე]]სთან ერთად), სვეტიცხოვლის მოედნის მახლობლად, იქვე ღია სამლოცველოს ქ. [[მცხეთა]]ში და სხვა;. 2011-2012 წლებში [[თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 1)]] ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, პროექტის ავტორი, არქიტექტორი იყო ვაჟა ორბელაძე. მისი ავტორობით დაპროექტებული და აშენებულია შენობა-ნაგებობები აგრეთვე საზღვარგარეთ, კერძოდ [[რუსეთი|რუსეთში]], ქ. [[მოსკოვი|მოსკოვში]], [[შვეიცარია]]ში, [[სამხრეთ აფრიკა]]ში; [[მაგთიკომი]]ს მიერ გამოიცა მისი შემოქმედების ამსახველი საიუბილეო წიგნი ილუსტრაციებით (75 წლისთავი).
==ჯილდოები==
*[[ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_ორბელაძე“-დან