სიზმარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Otar-everywhere-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 18:
== ფროიდისეული ახსნა ==
ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: უპირველეს ყოვლისა საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა". ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს. თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება". ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ. ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება სრულიად? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს. ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.
 
== რამოდენიმე ფაქტი სიზმრების შესახებ ==
 
* ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ჯამში 6 წელს ატარებს სიზმარში. ეს დაახლოებით 2100 დღეა!
* სიზმრებს ყველა ჯანმრთელი ადამიანი ხედავს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამას ვერ აანალიზებს ან უბრალოდ ვერ იხსენებს.
* სიზმრებს ბრმა ადამიანებიც ხედავენ. ის, თუ უშუალოდ რას დაინახავენ ისინი სიზმარში, დამოკიდებულია იმაზე ადამიანი დაბადებიდან ბრმაა თუ არა. თუმცა, მეორე შემთხვევაშიც კი, სიზმარი მხოლოდ ვიზუალი არ არის, არამედ ხმებიცაა.
* სიზმრის ნახვიდან 5 წუთში თქვენ სიზმრის ნახევარი გავიწყდებათ, ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ - 90%.
* თუ თქვენ ხვრინავთ, თქვენ სიზმარს ვერ ნახავთ.<ref>{{Cite web|url = https://sizmrisaxsna.ge/6-faqtebi-sizmrebze.html|title = საინტერესო ფაქტები სიზმრებზე - Sizmrisaxsna.GE |date = |accessdate = |website = |publisher = |last = |first = }}</ref>
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიზმარი“-დან