დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 110:
 
===2001-2010===
[[2001]] წელს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოები, მთავრობის მეთაურები და საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელები 31 მაისიდან 1 ივნისამდე ატარებდნენ შეხვედრებს. საკითხები იყო ტერორიზმისა და სხვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები და სამხედრო თანამშრომლობის გაზრდა. სახელმწიფოს მეთაურთა მხარი დაუჭირა შეთავაზებას 26 აპრილის რადიაციული ავარიების და კატასტროფების მსხერპლთა ხსოვნის დღით განხადებას, ჩერნობილის ავარიის წლისთავის საპატივცემულოდ.<ref>[https://e-cis.info/cooperation/2829/77123/ Обращение глав государств-участников СНГ к государствам - членам ООН]</ref>
 
ასევე ივნისში, ვალერი ვოროტნიკოვი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს იურიდიული საკითხების პარლამენტთაშორისო კომიტეტის მუდმივმოქმედი წევრი განაცხადა, რომ წლის ბოლომდე დსთ-ს 5 ქვეყნის საბაჟო კავშირი გახდება ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის გაერთიანება.
 
ივლისის არაფორმალურ სამიტზე [[სოჭი (ქალაქი)|სოჭში]], [[ყირგიზეთის პრეზიდენტი]] [[ასკარ აკაევი]] და [[რუსეთის პრეზიდენტი]] [[ვლადიმერ პუტინი]] შეხვდნენ ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ ავღანეთში განვითარებულ მოვლენებზე და მოსალოდნელ ყირგიზეთის სამხრეთის მუსულმანური გამახედროებული შეჭრის საფრთხეზე. სამიტის მონაწილეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები 2010 წლის ორმხირივი პარტნიორობის ყოვლისმომცველი პროგრამის რეაზლიზაცია, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტ აკაევმა 2000 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს.<ref>[https://www.ng.ru/cis/2001-11-10/5_akaev.html?id_user=Y Аскар Акаев: "Перед лицом угроз содружество укрепляет позиции"]</ref>
 
29-30 ნოემბერს მოსკოვში ტარდებოდა საიუბილეო სამიტი. წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ანალიტიკური ანგარიში გასული ათწლეულის საქმიანობაზე და სამომავლო გამოწვევებზე. ასევე მიიღეს სამოქმედო გეგმა, რათა გაუმჯობესდეს მონაწილე სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის საქმიანობის კოორდინაციის ეფექტურობა და მხარი დაუჭირეს უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელთა საბჭოს ინიციატივას დსთ-ში ერთობლივი ანტიტერორისტული საქმიანობის ჩატარების პროცედურის პროექტის მომზადებას.<ref>[http://kremlin.ru/events/president/news/26840 Состоялся юбилейный саммит глав государств – членов Содружества Независимых Государств (СНГ)]</ref><ref>[http://kremlin.ru/events/president/news/26838 По итогам юбилейного саммита лидеры СНГ провели совместную пресс-конференцию]</ref>
 
== საქართველო და დსთ ==