მირიან III: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary იარლიყი: გაუქმებულია |
მ 176.221.147.226-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Lasha-george-ის მიერ რედაქტირებული ვერსია იარლიყი: სწრაფი გაუქმება |
||
ხაზი 30:
'''მირიან III''', ''მირეანი'', ''მერიბანი'' — [[იბერია|ქართლის]] [[მეფე]] [[IV საუკუნე]]ში, [[ბიზანტია|ბიზანტიის]] [[იმპერატორი]]ს [[კონსტანტინე_დიდი|კონსტანტინე]]სა ([[306]]–[[337]]) და სომეხთა მეფის [[თრდატ III|თრდატის]] ([[287]]-[[330]]) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში [[ირანელები|ირანელებთან]] ერთად იბრძოდა [[რომაელები]]ს წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს [[სომხეთი]]ს მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] საქადაგებლად შემოვიდა [[წმინდა ნინო]]. [[337]] წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის [[რომის იმპერია|რომაელი]] ისტორიკოსის [[ამიანე მარცელინუსი]]ს თხზულებებში მოხსენიებული იბერთა (ქართლის) მეფე მერიბანი, რომელსაც რომაელებმა როგორც თავიანთ მოკავშირეს, უხვი საჩუქრები გაუგზავნეს, რომ ირანელებს არ მიმხრობოდა.
„[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]ს“ ცნობით, იგი ქართლის მეფე ლევის ძეა. „[[ქართლის ცხოვრება]]“ კი მას მიიჩნევს პირველი [[სასანიანები|სასანიანი]] [[შაჰი|შაჰის]] შვილად, რომელიც ერისთავებმა მოიყვნეს უძეოდ გარდაცვლილი მეფე [[ასფაგური]]ს [[აბეშურა|ასულის]] ქმრად. ეს ცნობა შეიძლება შეთხზული იყოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიან III-ისთვის ღირსეული წინაპრების გამოძებნის მიზნით.<ref>[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014647/ მირიან III]. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref>
== ლიტერატურა ==
|