მაია აზარაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
}}
 
'''მაია აზარაშვილი''' (დ. [[6 აპრილი]], [[1964]], [[თბილისი]], [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ]], [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრ კავშირი]]) — [[ქართველები|ქართველი]] და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] [[მძლეოსნობა|მძლეოსანი]], [[სპრინტი|სპრინტერი]]. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988).<ref name="lelo.ge">{{cite news
|url = http://lelo.ge/article/ლეგენდების-კვალდაკვალ-მაია-აზარაშვილი-13484/
|title = მაია აზარაშვილი: რუსები ჩასაფრებული იყვნენ, როდის დამიცდებოდა ფეხი
|access-date = 27 იანვარი, 2022
}}</ref>
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა 1964 წლის 6 აპრილს თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა გადაწყვიტეს ტანვარჯიშის სექციაზე მიეყვანათ, თუმცა მწვრთნელებმა ამ სახეობისთვის მაიას შედარებით მეტი სიმაღალის გამო ურჩიეს არა ტანვარჯზე, არამედ ჩოგბურზე უფრო ეფიქრათ. მათივე რჩევით ჩოგბურთის კორტებს მიაკითხეს. ორი წელიწადი გაიოზ საბანაშვილთან ივარჯიშა.<ref name="lelo.ge" />
 
1975 წლის ზაფხულში ჩოგბურთელები საწვრთნელ შეკრებაზე თიანეთში იმყოფებოდნენ. იქვე „სპორტის დედოფლის“ წარმომადგენლებიც ვარჯიშობდნენ. ნორმატივების ჩაბარებისას მაია აზარაშვილმა ყველა მძლეოსანს, მათ შორის ვაჟებსაც, აჯობა. მძლეოსანთა მწვრთნელმა გოგი გოზალიშვილმა მაშინვე შეამჩნია მაიას განსაკუთრებული სპორტული მონაცემები და მისი შემდგომი დაოსტატების საქმე ითავა.<ref name="lelo.ge" />
 
ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე თვეში „ლოკომოტივის“ სტადიონზე თანატოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა თბილისის პირველობაზე. კვარცხლბეკზე ასვლამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დღიდან უფრო სერიოზულად მოეკიდა მეცადინეობებს.<ref name="lelo.ge" />
 
საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობდა [[საქართველო]]ს სახელით. [[1988]] წლის [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1988|სეული ოლიმპიური თამაშების]] ბრინჯაოს პრიზიორი (4X100 ესტაფეტა). [[1986]] წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1988 წლის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. კეთილი ნების თამაშების ვიცე-ჩემპიონი (1986, 200 [[მეტრი|მ]]). მძლეოსანმა 1988 წელს [[კიევი|კიევში]] გამართულ საკავშირო თასის გათამაშებაში 100 მეტრი 11,08 წამში (14 აგვისტო), ხოლო 200 მეტრი 22,24 წამში (16 აგვისტო) დაფარა. ორივე შედეგი დღემდე საქართველოს რეკორდია.