მაია აზარაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 65:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა 1964 წლის 6 აპრილს თბილისში. თავდაპირველად მშობლებმა გადაწყვიტეს ტანვარჯიშის სექციაზე მიეყვანათ, თუმცა მწვრთნელებმა ამ სახეობისთვის მაიას შედარებით მეტი სიმაღალის გამო ურჩიეს არა ტანვარჯზე, არამედ ჩოგბურზე უფრო ეფიქრათ. მათივე რჩევით ჩოგბურთის კორტებს მიაკითხეს. ორი წელიწადი გაიოზ საბანაშვილთან ივარჯიშა.

1975 წლის ზაფხულში ჩოგბურთელები საწვრთნელ შეკრებაზე თიანეთში იმყოფებოდნენ. იქვე „სპორტის დედოფლის“ წარმომადგენლებიც ვარჯიშობდნენ. ნორმატივების ჩაბარებისას მაია აზარაშვილმა ყველა მძლეოსანს, მათ შორის ვაჟებსაც, აჯობა. მძლეოსანთა მწვრთნელმა გოგი გოზალიშვილმა მაშინვე შეამჩნია მაიას განსაკუთრებული სპორტული მონაცემები და მისი შემდგომი დაოსტატების საქმე ითავა.
 
ვარჯიშის დაწყებიდან რამდენიმე თვეში „ლოკომოტივის“ სტადიონზე თანატოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა თბილისის პირველობაზე. კვარცხლბეკზე ასვლამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმ დღიდან უფრო სერიოზულად მოეკიდა მეცადინეობებს.