ბაქტერიები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
 
ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10-ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას. განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები [[კანი|კანზე]] და კუჭ-ნაწლავში. ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა [[ქოლერა]], [[სიფილისი]], [[კეთრი]], [[შავი ჭირი]], [[ციმბირული წყლული]]. ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე [[რესპირატორული დაავადებები|რესპირატორულ]] ბაქტერიულ დაავადებებს მიაქვს. მარტო [[ტუბერკულოზი]]თ ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი იღუპება. ბაქტერიული დაავადებების სამკურნალოდ [[ანტიბიოტიკები]] გამოიყენება, თუმცა მათი ფართო გამოყენების შედეგად ბაქტერიები ანტიბიოტიკებისადმი მდგრადები ხდებიან და მათთან ბრძოლისათვის მუდმივად ახალი ანტიბიოტიკების მოძიებაა საჭირო. ბაქტერიების ბუნებრივი ანტაგონისტებია ბაქტერიული ვირუსები ანუ [[ბაქტერიოფაგები]]. 100-მდე ბაქტერიულ გვარს გააჩნია თავისი სპეციფიკური ბაქტერიოფაგი.
 
ტრადიციულად ყველა პროკარიოტს ბაქტერიებს უწოდებდნენ, თუმცა 90-იან წლებში გაირკვა, რომ პროკარიოტული ორგანიზმები საერთო წინაპრიდან განვითარებული ორი დამოუკიდებელი ჯგუფისგან შედგება. ამ ჯგუფებიდან ერთს შერჩა დასახელება ''ბაქტერიები'', მეორეს კი [[არქეები]] ეწოდება.
 
მიუხედავად იმის, რომ ბაქტერიები თავიანთი აღნაგობით მარტივები არიან, მათ შეუძლიათ საკმაოდ რთული კავშირების დამყარება სხვა ორგანიზმებთან. ეს სიმბიოზური გაერთიანება შეიძლება დაიყოს სამ მასპინძელ ორგანიზმთან თანაცხოვრების სახედ: პარაზიტიზმი, კომენსალიზმი და მუტუალიზმი. რადგან ისინი მცირე ზომის არიან, კომენსალური ბაქტერიები ყველგან გავრცელებულნი არიან და იზრდებიან ცხოველებში და მცენარეებში ზუსტად ისე, როგორც სხვა ზედაპირებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაქტერიები“-დან