აბაკანი (ქალაქი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
 
1780-იან წლებში წარმოიქმნა სოფელი '''უსტ-აბაკანსკოე''', რომელიც 1822 წელს სხვისტომელების მართვა-გამგეობის შესახებ წესდების შემოღების შემდეგ კაჩელების სასტეპო დუმის (Качинская степная дума) ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1913 წლიდან იყო [[ენისეის გუბერნია|ენისეის გუბერნიის]] მინუსინსკის მაზრის უსტ-აბაკანსკოეს ვოლოსტის ცენტრი. 1925 წელს გაიხსნა აჩინსკი – მინუსინსკის რკინიგზის სადგური „აბაკანი“. 1925 წელს უსტ-აბაკანსკოე გადაკეთდა დაბად და ეწოდა '''ხაკასკი''', რომელიც 1931 წელს ქალაქად გამოცხადდა და აბაკანი დაერქვა. 1930 წლიდან არის ხაკასეთის ცენტრი (1991 წლიდან — დედაქალაქი).<ref name="დრე" />
 
ქალაქის დაგეგმარება სწორკუთხოვანია; აგებულია ხისა და ქვის შენობები. აბაკანის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს მრავალსართულიანი ნაგებობები. ტერიტორიის დაახლოებით <big>დიდი ტექსტი</big>-ს ბულვარები, ბაღები და სკვერები იკავებს. ქალაქში არის [[დიდი სამამულო ომი|დიდ სამამულო ომში]] დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი (1975; მოქანდ. ი. გ. პამერი და მ. ლ. სკოვოროდინი, არქ. ნ. ა. კოვალჩუკი) და სხვ.<ref name="დრე" />
 
აბაკანში 11 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა (ფილიალების ჩათვლით), მათ შორის ხაკასეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1944-დან). 4 ბიბლიოთეკა, მათ შორის რესპუბლიკური ეროვნული ბიბლიოთეკა (დაარსდა 1925 წელს). მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1931), ვლადიმერ კაპელკოს მუზეუმი (2001) და სხვ. დრამატული თეატრები (მ.შ. ხაკასეთის ეროვნული თეატრი, 1931-დან; რუსული თეატრი, 1939-დან), თოჯინების თეატრი „ზღაპარი“ (1979-დან), მცირე ფორმების თეატრი „ჩიტიგენი“ (1988-დან). რესპუბლიკური ფილარმონია (1989), მის შემადგენლობაშია სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ულგერი“. საგამოფენო დარბაზი. [[დენდრარიუმი]].<ref name="დრე" />