არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
|სტატუსი = ქალაქი
}}
'''აბაკანი''' ({{lang-kjh|Ағбан}}; 1931 წლამდე სოფ. '''უსტ-აბაკანსკოე''') — ქალაქი [[რუსეთი|რუსეთში]]
1780-იან წლებში წარმოიქმნა სოფელი უსტ-აბაკანსკოე, რომელიც 1822 წელს სხვისტომელების მართვა-გამგეობის შესახებ წესდების შემოღების შემდეგ კაჩელების სასტეპო დუმის (Качинская степная дума) ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. 1913 წლიდან იყო ენისეის გუბერნიის მინუსინსკის მაზრის უსტ-აბაკანსკოეს ვოლოსტის ცენტრი. 1925 წელს გაიხსნა აჩინსკი – მინუსინსკის რკინიგზის სადგური „აბაკანი“. 1925 წელს უსტ-აბაკანსკოე გადაკეთდა დაბა ხაკასკად, რომელიც 1931 წელს ქალაქად გამოცხადდა და აბაკანი ეწოდა. 1930 წლიდან არის ხაკასეთის ცენტრი (1991 წლიდან — დედაქალაქი).
ქალაქის დაგეგმარება სწორკუთხოვანია; აგებულია ხისა და ქვის შენობები. აბაკანის ჩრდილოეთ ნაწილში ჭარბობს მრავალსართულიანი ნაგებობები. ტერიტორიის დაახლოებით <big>დიდი ტექსტი</big>⅓-ს ბულვარები, ბაღები და სკვერები იკავებს. ქალაქში არის დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა ძეგლი (1975; მოქანდ. ი. გ. პამერი და მ. ლ. სკოვოროდინი, არქ. ნ. ა. კოვალჩუკი) და სხვ.
აბაკანში 11 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა (ფილიალების ჩათვლით), მათ შორის ხაკასეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1944-დან). 4 ბიბლიოთეკა, მათ შორის რესპუბლიკური ეროვნული ბიბლიოთეკა (დაარსდა 1925 წელს). მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (1931), ვლადიმერ კაპელკოს მუზეუმი (2001) და სხვ. დრამატული თეატრები (მ.შ. ხაკასეთის ეროვნული თეატრი, 1931-დან; რუსული თეატრი, 1939-დან), თოჯინების თეატრი „ზღაპარი“ (1979-დან), მცირე ფორმების თეატრი „ჩიტიგენი“ (1988-დან). რესპუბლიკური ფილარმონია (1989), მის შემადგენლობაშია სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ულგერი“. გამოფენათა დარბაზი. დენდრარიუმი.
განვითარებულია მძიმე მანქანათმშენებლობა: „აბაკანის საცდელ-მექანიკური ქარხანა“, „აბაკანვაგონმაშ“ (სარკინიგზო ვაგონმშენებლობა და სხვ.); ქარქნები — საცდელ-მექანიკური, ფოლადსასხმელი, კონტეინერების, ექსპერიმენტულ-მექანიკური და სხვ.; ტყისა და ხის დამუშავების მრეწველობები („ხაკასლეს“, „აბაკანმებელ“), სამშენებლო მასალათა წარმოება („მსხვილპანელიანი სახლთმშენებლობის ქარხანა“, „სამშენებლო მასალათა კომბინატი“), მსუბუქი (სამკერვალო, საფეიქრო, ფეხსაცმლის ფაბრიკები) და კვების („აიან“ — ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება, ყველ-კარაქის კომბინატი, ხორცკომბინატი და სხვ) მრეწველობის საწარმოები. სასოფლო-სამეურნეო რაიონის ცენტრია. ქალაქში თავმოყრილია ხაკასეთის მცირე ბიზნესის საწარმოთა დაახლოებით 60%.
==ლიტერატურა==
|