კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 25:
}}
{{ქრისტიანობა}}
'''კათოლიციზმი''' ({{Lang-el|καθολικός}}), ოფიციალური სახელია '''რომის კათოლიკე ეკლესია''' ({{Lang-la|Ecclesia Catholica Romana}}), ან უბრალოდ '''კათოლიკე ეკლესია''' ({{Lang-la|Ecclesia Catholica}}) ― [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც, 2019 წლის მონაცემებით 1.345 მილიარდი მონათლული კათოლიკე მიმდევარი ჰყავს<ref name="AnnuarioPontificio"/><ref>{{cite encyclopedia|url=https://www.britannica.com/topic/Roman-Catholicism|title=Roman Catholicism|encyclopedia=[[Encyclopedia Britannica]]|last=Marty|first=Martin E.|date=29 April 2021|access-date=17 June 2021}}</ref> . როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში<ref name="O'CollinsPref">[[Gerald O'Collins|O'Collins]], p. v (preface).</ref>. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. [[რომის პაპი|პაპი]], რომელიც არის [[რომი|რომის]] ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. [[წმინდა საყდარი]] შედგება ორი ნაწილისაგან: [[რომის კურია|რომის კურიისგან]], რომელსაც ოფისები [[ვატიკანი|ვატიკანში]] აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია.
 
კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის საეკლესიო კრების]] მრსწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად [[იესო ქრისტე|იესო ქრისტემ]] დააარსა. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო [[რომის პაპი]] თავად [[წმინდა პეტრე|წმინდა პეტრეს]] მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან