ინდონეზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sheicvala indoneziis dedakalaki 18.01.2021 Axali dedakalaki-nusantara,chaenacvla jakartas ekologiuri problemebis gamo.
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
Dgdgdgdgdg-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა 91.151.137.7-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: სწრაფი გაუქმება გაუქმებულია
ხაზი 11:
|რელიგია = [[ისლამი]] - 88 %, [[ქრისტიანობა]] - 8,7 %, [[ინდუიზმი]] - 2 %
|დედაქალაქი = [[ნუსანტარა]]
|latd=6
|latm=10.5
|latNS=S
|longd=106
|longm=49.7
|longEW=E
|უდიდესი_ქალაქი = [[ჯაკარტა]]
|მთავრობის_ტიპი = [[საპრეზიდენტო რესპუბლიკა]]
Line 48 ⟶ 54:
}}
 
'''ინდონეზია''', ოფიციალურად '''ინდონეზიის რესპუბლიკა''' ({{lang-id|Republik Indonesia}}) — [[სახელმწიფო]] [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია]]სა და [[ოკეანეთი|ოკეანეთში]]. ინდონეზია [[არქიპელაგი|არქიპელაგს]] წარმოადგენს, რომელიც 17 508 [[კუნძული|კუნძულს]] მოიცავს.<ref>[http://ec.europa.eu/europeaid/where/asia/regional-cooperation/support-regional-integration/asem/documents/10.03.10_info_on_indonesia_finale_en.pdf Information on Indonesia]. ASEM Development conference II: Towards an Asia-Europe partnership for sustainable development. 26–27 May 2010, Yogyakarta, Indonesia. ec.europa.eu</ref> იყოფა 33 [[ინდონეზიის პროვინციები|პროვინციად]]. მოსახლეობა 238 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა. ინდონეზია [[რესპუბლიკა]]ა, არჩეული საკანონმდებლო ორგანოთი და [[ინდონეზიის პრეზიდენტი|პრეზიდენტით]]. დედაქალაქია [[ნუსანტარა]]. სახმელეთო [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვარი]] აქვს [[პაპუა-ახალი გვინეა|პაპუა ახალ გვინეასთან]], [[აღმოსავლეთ ტიმორი|აღმოსავლეთ ტიმორთან]] და [[მალაიზია]]სთან. სხვა არაპირდაპირ მეზობელ ქვეყნებად მიიჩნევა [[სინგაპური]], [[ფილიპინები]], [[ავსტრალია]], [[პალაუ]], და [[ინდოეთი]]ს კუთვნილი [[ანდამანის და ნიკობარის კუნძულები|ანდამანისა და ნიკობარის კუნძულები]]. ინდონეზია [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის]] დამფუძნებელი წევრია და [[დიდი ოცეული]]ს წევრია. ინდონეზიის ეკონომიკა მეთექვსმეტე უდიდესია მსოფლიოში [[მთლიანი შიდა პროდუქტი]]ს მხრივ და მეთხუთმეტე [[მსყიდველობითი უნარის პარიტეტი]]ს მხრივ.
 
ინდონეზიის არქიპელაგი მნიშვნელოვანი სავაჭრო რეგიონი იყო [[VII საუკუნე|VII საუკუნიდან]], როდესაც ჯერ [[შრივიჯაია|შრივიჯაიის]] და შემდეგ [[მაჯაპაჰიტი]]ს იმპერიები ვაჭრობდნენ ინდოეთთან და ჩინეთთან. ახ. წ.–ის საწყის საუკუნეებში ადგილობრივი მმართველები თანდათან ითვისებდნენ უცხოურ კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ მოდელებს, რის შედეგადაც გამობრწყინდა [[ინდუიზმი|ინდუისტური]] და [[ბუდიზმი|ბუდისტური]] სამეფოები. ინდონეზიის ისტორიაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა უცხოურმა სახელმწიფომ, რომელთაც მისი ბუნებრივი რესურსები იზიდავდა. მუსლიმმა ვაჭრებმა მოიტანეს [[ისლამი]], ევროპულმა სახელმწიფოებმა [[ქრისტიანობა]]; [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები|აღმოჩენების საუკუნეში]] მათ ერთმანეთში ბრძოლა ატეხეს [[მოლუკის კუნძულები|მოლუკის კუნძულებზე]] სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლიზების მიზნით. ამის შემდეგ, [[ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი|ჰოლანდიური კოლონიალიზმიდან]] ინდონეზიამ დამოუკიდებლობა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდეგ მოიპოვა. მისი ისტორია ამის შემდეგ სავსეა მშფოთვარე პერიოდებით, მათ შორის ბუნებრივი კატაკლიზმებით, კორუფციით, სეპარატიზმით, დემოკრატიზაციის პროცესითა და სწრაფი ეკონომიკური ცვლილებების პერიოდებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდონეზია“-დან