ნანშანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
— დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
→‎top: clean up using AWB
 
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი = Category:Qilian Mountains
}}
'''ნანშანი''' ({{lang-zh|南山;}} [[პინ-ინიფინინი]] Nán Shān) — მთათა სისტემა [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]]. გადაჭიმულია დაახლოებით 800 კმ-ზე, სიგანე 200-იდან 400 კმ-მდე. უმაღლესი ადგილის სიმაღლეა 5808 მ (მთა [[გუანძეფინი]], [[სულენანშანი|სულენანშანის ქედი]]). ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოზღუდულია [[ხესის დერეფანი|ხესის დერეფანით]], რომელიც ნანშანს გამოყოფს [[ალაშანის უდაბნო]]საგან, სამხრეთ-დასავლეთით [[ცაიდამი|ცაიდამის ქვაბულით]]. შედგება რამდენიმე ქედისაგან, რომლებიც უმეტესწილად გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთსაკენ და დაყოფილია გასწვრივი ხეობებით. ძირითადი ქედებია: [[ცილიანშანი]] (5808 მ), [[ტულაინანშანი]] (5748 მ), [[ულან-დაბანი]] (5400 მ), [[კუკუნორის ქედი|კუკუნორი]] (4120 მ) და სხვა. ნანშანის სამხრეთი შტოქედები წარმოქმნიან მოკლე [[ჭიუხი|ჭიუხების]] მწკრივს. ნანშანის ლოდა და ნაოჭა-ლოდა-თაღოვანი საშუალომთიანეთი და მაღალმთიანეთი ჩამოყალიბდა კალედონური ასაკის სტრუქტურებზე. ქედის ჩრდილო ნაწილი აგებულია [[ქვიშაქვა|ქვიშაქვებით]], [[ფიქალი|ფიქლებითა]] და ძირითადი შედგენილობის ვულკანური ქანებით, ცენტრალური ნაწილი — კამბრიულისწინა [[მეტამორფული ქანები]]თ, სამხრეთი ნაწილი — ზედა პალეოზოური და ტრიასული [[დანალექი ქანები]]თ. კირქვის გავრცელების ადგილებში განვითარებულია [[კარსტი]]. ნანშანის აღმოსავლეთი ნაწილის მთისწინეთში ჩნდება [[ლიოსი|ლიოსური დანალექების]] საფარველი.
 
[[კლიმატი]] ზომიერია, მკვეთრად [[კონტინენტური კლიმატი|კონტინენტური]], აღმოსავლეთით განიცდის წყნაროკეანური მუსონის გარკვეულ გავლენას. [[ცაიდამი|ცაიდამის ქვაბულის]] მთისწინა ვაკეებზე წელიწადში მოდის 50 მმ ნალექი, [[ხესის დერეფანი|ხესის დერეფანში]] 100-150 მმ; ნალექების დიდი ნაწილი [[ზაფხული|ზაფხულშია]]. მაღალმთიანეთში ნალექების საშუალოწლიური ჯამი მატულობს 200-400 მმ-იდან (დასავლეთით) 700 მმ-მდე (აღმოსავლეთით); ნალექები უმეტესად [[თოვლი]]ს სახით მოდის. [[თოვლის მიჯნა]] ეშვება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4800-5100 მ-იდან 4300-4600 მ-მდე. გამყინვარება დიდწილად განვითარებულია ნანშანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში. სულ გვხვდება 2859 მყინვარი, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 1970 კმ². დანდეს ბრტყელი მწვერვალის მყინვარი (ფართობი 57,1 კმ²) მდებარეობს ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ ტერგუნ-დაბანის ქედზე. [[დასიუეშანის ქედი]]ს ჩრდილო კალთაზე გაწოლილია ხეობის ტიპის მყინვარი [[ლაოხუგოუ]], რომლის სიგრძეა დაახლოებით 10 კმ, ხოლო ფართობი 22 კმ². მყინვარების დიდი ნაწილი უკანდახევის სტადიაშია, მყინვარების დაახლოებით 30 % წინ მიიწევს, ხოლო 17 % — სტაციონარულია. ნანშანი ძირითადად მიეკუთვნება ცენტრალური აზიის [[შიგა ჩამონადენის არე]]ს, სამხრეთ-აღმოსავლეთი რაიონები მდინარე [[ხუანხე]]ს აუზს. ჩრდილოეთი კალთის მდინარეები ([[შულეხე]], [[ხეიხე]] და სხვა) უხვწყლიანია [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და [[ზაფხული|ზაფხულში]], რომელთა წყლები ფართოდ გამოიყენება ხესის დერეფნის ოაზისების სარწყავად. ნანშანის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულია მტკნარი ტბა [[ხარა-ნური]], სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] უდიდესი მთის მარილიანი ტბა [[კუკუნორი]], რომლის ზედაპირის ფართობია 4489 კმ².
 
ნანშანის დასავლეთი ნაწილი უმეტესწილად უდაბნო ტიპისაა. 3000 მ-მდე გაბატონებულია [[უდაბნო]]ები, ნახევარუდაბნოები და მშრალი სტეპები, 3800 მ-მდე მთა-მდელოს, 4400 მ-მდე მთის ტუნდრის ლანდშაფტები; 4000-4400 მ-ის ზემოთ განლაგებულია ნივალური სარტყელი. აღმოსავლეთ ნაწილში ჭარბობს სტეპური და ტყე-სტეპის ლანდშაფტები. ჩრდილოეთ კალთებზე, 2500-3000 მ-ზე ადგილ-ადგილ გავრცელებულია წიწვოვანი ტყეების ([[ნაძვი]], [[ღვია]], [[სოჭი]]) მასივები, სარტყლის ქვედა ნაწილში [[არყი]]სა და [[მთრთოლავი ვერხვი]]ს მინარევით; 3000-3600 მ სიმაღლეზე გადაჭიმულია ტანბრეცილი ტყეებისა და ბუჩქნარის სარტყელი, უფრო მაღლა მაღალბალახოვანი სუბალპური და ალპური მდელოები, 4000 მ-ის ზევით მთის ტუნდრა. ჩრდილოეთ კალთებზე სიმაღლებრივი სარტყლურობა უკეთაა გამოხატული, ვიდრე სამხრეთისაზე. კუკუნორის მთათაშუა ქვაბულში ჭარბობს ცივი სტეპების ლანდშაფტები. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მთის საძოვრებზე [[იაკი|იაკების]], წვრილფეხა- და მსხვილფეხა რქოსანი საქონელისა და [[ცხენები]]ს ძოვება. ხეობებში ამუშავებენ მარცვლოვნებს ([[ხორბალი]], [[ქერი]], [[შვრია]]), [[კარტოფილი|კარტოფილსა]] და ბოსტნეულ კულტურას.
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] ბოლოს ნანშანის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა მკვლევრებმა [[ნიკოლოზ პრჟევალსკი]]მ, [[ვსევოლოდ რობოროვსკი]]მ, [[გრიგოლ პოტანინი|გრიგოლ პოტანინმა]], [[გრიგოლ გრუმ-გრჟიმაილო]]მ და [[ვლადიმერ ობრუჩევი|ვლადიმერ ობრუჩევმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანშანი“-დან