ხოშუტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8
clean up using AWB
 
ხაზი 1:
'''ხოშუტები''' ({{lang-mn|ხოშუდები}}; [[ჩინური|ჩინ.]] 和碩特, [[პინ-ინიფინინი|პინ.]] héshuòtè) — ჩინეთში მცხოვრები [[ოირატები]]ს ეთნოჯგუფი (10 ათასი ადამიანი). ცხოვრობენ [[კუკუნორი]]ს ტბის რაიონში, [[ცინჰაი]]ს პროვინციაში. ასევე, [[მონღოლეთი|მონღოლეთში]] (208 ადამიანი). წარმოადგენენ შუა საუკუნეების ხოშუტთა მემკვიდრეებს. ისინი ენათესავებიან მონღოლეთში დერბეტებს და ტორგუტებს (მონღოლი ხალხების ეთნოჯგუფები), ასევე, [[რუსეთი|რუსეთში]] — [[ყალმუხები|ყალმუხებს]].
 
==რელიგია==
მორწმუნე ხოშუტები ძირითადად ბუდისტები არიან. ისინი ტრადიციულად ტიბეტური ბუდიზმის გელუგის სკოლის და მისი ტრადიციებისა და რიტუალების დამცველები არიან. სკოლის დასახელება მონღოლურ სამყაროში უფრო მეტად ცნობილია სახელით — „ყვითელი რწმენა“, რადგან ამ სკოლის მიმდევარი სასულიერო პირები გამოირჩევიან ტრადიციული ატრიბუტით — „ყვითელი ქუდით“.
 
ოირატის ტომთა შორის [[ბუდიზმი]]ს გავრცელება დაიწყო [[XVI საუკუნე]]ში. ამ მიმდინარეობის გავრცელების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ხოშუტთა ბელადის, [[გუში ხანი]]ს მოღვაწეობას, რომელიც თავგამოდებით ებრძოდა გელუგის ფილოსოფიური სკოლის მოწინააღმდეგეებს. ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ, მან [[1642]] წელს [[დალაი ლამა V]] ცენტრალური [[ტიბეტი]]ს ბუდისტთა სრულუფლებიან მფარველად, საკუთარი თავი კი ერის მმართველად აღიარა.
 
[[მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა|მონღოლეთის სახალსო რესპუბლიკის]] შიდა ავტონომიურ რაიონში, ალაშანის აიმაკში, ცხოვრობს დაახლოებით 3 ათასი მუსლიმი ხოშუტი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოშუტები“-დან