ამიტაბჰა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
clean up using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Museum of Ethnology Vienna 001 retouched.jpg|thumb|ამიტაბჰას ქანდაკება, [[მონღოლეთი]], XVIII ს.]]
'''[[ბუდა]] ამიტაბჰა''' ([[სანსკრიტი|სანსკ.]] अमिताभ ''Amitābha''; ნიშნავს „უსაზღვრო სინათლე“; {{lang-zh|阿彌陀佛(ტრ.) / 阿弥陀佛(გმ.)}}, [[პინ-ინიფინინი]]: Āmítuó Fó; {{lang-ja|阿弥陀如来}} ''ამიდა ნჲორაი''; {{lang-ko|아미타불}} ''ამითა ბულ''; {{lang-mn|ᠴᠠᠭᠯᠠᠰᠢ ᠦᠭᠡᠢ ᠭᠡᠷᠡᠯᠲᠦ}} ''Tsaglasi ügei gereltu'', Цаглашгүй гэрэлт ''ცაგლაშგუი გერელთ'', Одбагмэд ''ობდაგმედ'', Аминдаваа ''ამინდავაა'', Аюуш ''აჲუშ'', [[ტიბეტური ენა|ტიბ:]] འོད་དཔག་མེད་ [[ვაილი]] od dpag med, Ö-pa-me ოპამე, [[ვიეტნამური ენა|ვიეტ:]] A-mi-đà Phật) ბუდიზმის [[წმინდა მიწის ბუდიზმი|წმინდა მიწის]] სექტის ყველაზე პატივსაცემი ფიგურაა. ითვლება, რომ ბევრ ღირსეულ თვისებას ფლობს: ''დასავლეთ სამოთხეში'' [[დჰარმა|არსებობის უმაღლეს კანონს]] ხსნის და იფარებს ყველას, ვინც მას გულწრფელად მოუხმობს, მიუხედავად წარმომავლობისა და სტატუსისა.
 
''ამიტაბჰა'' [[დჰიანი-ბუდა|სიბრძნის ბუდათა შორის]] ყველაზე პოპულარული და ცნობილია. [[ვაჯრაიანა]]ში ამიტაბჰა დჰიანი ბუდათა შორის ერთ-ერთია, რომლებიც წარმოიშობიან თავდაპირველ [[ადი-ბუდა|ადი-ბუდებიდან]], ეს 5 ბუდა შეესაბამება ხუთ გონებრივ რეალობის ასპექტს და [[ხუთი სკანდჰა|ხუთ სკანდჰას]].
 
==სწავლება==
ხაზი 9:
== ბუდა ამიტაბჰა რელიგიურ ხელოვნებაში ==
[[ფაილი:Chinese temple bouddha.jpg|thumb|left|საკურთხეველი ტაივანში]]
ამიტაბჰას იკონოგრაფია თითქმის არ განსხვავდება ბუდა შაკიამუნისგან. ორივე გამოისახება ერთნაირი ატრიბუტებით და არ აქვთ რამე განმასხვავებელი ნიშანი, მაგრამ ამიტაბჰა, როგორც წესი, ''დჰიანა მუდრით''. ასევე, ამიტაბჰას იკონოგრაფიაში, თან ახლავს დამხმარეები, მარჯვნივ [[ავალოკიტეშვარა]] და მარცხნივ [[მაჰასთჰამაპრაპტა]]. [[გელუგპა|გელუგის]] სექტაში მიაჩნიათ, რომ [[პანჩენ ლამა|პანჩენ ლამები]] ამიტაბჰას ინკარნაციები არიან.
 
ამიტაბჰას, ძირითადად, წითლად გამოსახავენ; [[ტიბეტური ბუდიზმი|ტიბეტურ ბუდიზმში]] წითელი სიყვარულის, თანაგრძნობისა და ემოციური ენერგიის გამომსახველია.
 
მხარეთა მიმართულებებიდან ამიტაბჰას „ეკუთვნის“ [[დასავლეთი]]. ბუდა ამიტაბჰას უნიკალური ატრიბუტი და სიმბოლო [[ლოტოსი]]ა, სიწმინდის, სისუფთავისა და სილბოს სიმბოლო.
 
==მანტრები==
ამიტამბჰას ტიბეტურ-სანსკრიტული [[მანტრა]] არის „'''ომ ამი დევა ჰრი'''“. ჩინური და ტაივანური ამიდაისტური სკოლების [[სანგჰა|სანგჰის]] წევრები ერთმანეთს ბუდა ამიტაბჰას სახელით ესალმებიან.
 
== ისტორია ==
[[ფაილი:Kamakura Budda Daibutsu front 1885.jpg|thumb|right|ბუდა ამიდას გიგანტური ქანდაკება ([[დაიბუცუ]]). [[კამაკურა]], [[იაპონია]]]]
არქეოლოგიური გამოკვლევები გვაძლევენ საშუალებას ვთქვათ, რომ ამიტაბჰას კულტი, სავარაუდოდ, ვითარდებოდა ახ. წ. I-II სს-ში. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ამიტაბჰას კულტი დაკავშირებულია ირანულ [[მითრა]]ს კულტთან.
 
პირველი ცნობილი ცნობები ამიტაბჰაზე მოდის ახ. წ. II საუკუნიდან, ეს არის წარწერები გოვინდა-ნაგარიდან, რომელიც ინახება მათჰურას მუზეუმში. ამიტაბჰასადმი მიძღვნილი ქანდაკება თარიღდება „ჰუვიშკას მმართველობის 28-ე წლით“, რაც შეეხება მეორე ნახევარს — II საუკუნის ნახევრით, ქუშანების იმპერიის ხანა.
 
პირველი [[სუტრა]], სადაც ამიტაბჰაა მოხსენიებული, ''პრათიუტპანნა სუტრის'' ჩინური თარგმანია ქუშანელი ბერის — ლოკაქსემას მიერ, დაახლ. 180 წელს ახ. წ.. ითვლება, რომ ეს ბერი დგას ჩინური „წმინდა მიწის ბუდიზმის“ სათავეებთან.
 
==იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ამიტაბჰა“-დან