დევიდ ჯულიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
'''დევიდ ლეი ჯულიუსი''' ({{lang-en|David Jay Julius}}; დ. [[4 ნოემბერი]], [[1955]], [[ბრუკლინი]], [[ნიუ-იორკი]], [[ამერიკის შეერთებული შტატები|აშშ]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგი]]. ცნობილია თავისი შრომებით ტკივილისა და ტემპერატურის შეგრძნებების მოლეკულური მექანიზმების შესახებ. ჯულიუსის მიერ TRPV1-ის სახელწოდებით ცნობილი რეცეპტორის აღმოჩენამ, ასევე მისმა შემდგომა წვლილმა ტემპერატურის აღქმის მოლეკულური საფუძვლების შესახებ, ნათელი მოჰფინა ადამიანის [[ნერვული სისტემა|ნერვული სისტემის]] მიერ სითბოს, სიცივისა და ტკივილის შეგრძნების ბევრ ასპექტს. [[2021]] წელს, ლიბანელ-ამერიკელ მეცნიერ [[არდემ ფათაფუთიანი|არდემ ფათაფუთიანთან]] ერთად, ჯულიუსი გახდა [[ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში|ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში]].<ref>[https://www.nobelprize.org/prizes/medicine/2021/julius/facts/ David Julius], Nobel Prize Outreach AB 2022. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2022.</ref>
== ბიოგრაფია==
[[ფაილი:22 Hegasy EN Nobel Prize 2021 TRPV1 Piezo2.png|მინი|left|2021 წლის ნობელია პრემია: ტემპერატურის და შეხების მგრძნობელობის მოლეკულური საფუძვლები.]]
დევიდ ჯულიუსი წარმოშობით [[რუსეთი|რუსეთიდან]] ემიგრირებული აშკენაზი [[ებრაელები|ებრაელების]] ოჯახიდანაა.<ref>{{Cite web|last=Hanau|first=Shira|url=https://www.jta.org/2021/10/04/united-states/scientist-david-julius-whose-grandparents-fled-antisemitism-in-czarist-russia-wins-nobel-prize-in-medicine|title=Scientist David Julius, whose grandparents fled antisemitism in Czarist Russia, wins Nobel Prize in medicine|work=Jewish Telegraphic Agency|date=16 იანვარი, 2022|accessdate=October 4, 2021}}</ref> ის 1955 წელს დაიბადა ბრუკლინში ([[ბრაიტონ-ბიჩი]]ს რაიონი) და 1977 წელს დაამთავრა [[მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი]]. [[1984]] წელს მან დოქტორის წოდება მოიპოვა [[კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი)|ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში]], სადაც ჯულიუსი [[საფუარები|საფუარის სოკოებში]] [[ცილები|ცილების]] (პეპტიდების) გამომუშავების საკითხებზე მუშაობდა. ჯულიუსმა შემდგომი სამეცნიერო მოღვაწეობა [[კოლუმბიის უნივერსიტეტი|კოლუმბიის უნივერსიტეტში]] განაგრძო. თავის კვლევებში ის იყენება [[კლონირება|გენური კლონირების]] ტექნოლოგიებს და გამოავლინა სეროტონინის რეცეპტორების ოჯახის გენები. [[1989]] წელს ჯულიუსი [[კალიფორნიის უნივერსიტეტი (სან-ფრანცისკო)|კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-ფრანცისკო)]] გუნდს შეუერთდა.<ref name="ბრიტ">[https://www.britannica.com/biography/David-Julius Rogers, Kara. „David Julius“]. ''Encyclopedia Britannica''. ციტირების თარიღი: 16 იანვარი, 2022.</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დევიდ_ჯულიუსი“-დან