კილონოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
==ისტორია==
ტერმინი „კილონოვა“ 2010 წელს შემოიღეს პიკური სიკაშკაშის აღსაწერად, რომელიც კლასიკურ [[ნოვა|ნოვას]] 1000-ჯერ აჭარბებდა. ისინი ჩვეულებრივ სუპერნოვაზე[[სუპერნოვა]]ზე, ანუ მასიური ვარსკვლავის აფეთქებაზე {{frac|1|10}} - {{frac|1|100}}-ჯერ კაშკაშაა.
 
პირველი კილონოვა გამა-გამოსხივების მოკლე ჭავლების სახით აღმოაჩინეს და SGRB 130603B უწოდეს; ის კოსმოსურმა ობსერვატორია Swift-მა და KONUS/WIND-მა დააფიქსირა, აფეთქებიდან მე-9 და 30-ე დღეს კი მას [[ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპითტელესკოპი]]თ დააკვირდნენ.
 
2018 წლის ოქტომბერში ასტრონომებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს დაფიქსირებული გამა-გამოსხივების აფეთქების მოვლენა, სახელად [[GRB 150101B]], შეიძლება ისტორიული მოვლენა [[GW170817]]-ის ანალოგი ყოფილიყო, ანუ 2017 წელს დაფიქსირებული [[გრავიტაციული ტალღებისტალღები]]ს, რომლებიც ორი [[ნეიტრონული ვარსკვლავისვარსკვლავი]]ს შეჯახების შედეგად იყო წარმოქმნილი. მსგავსება ამ ორ მოვლენას შორის, გამა-გამოსხივების, ოპტიკური და რენტგენული გამოსხივების თვალსაზრისით, ისევე როგორც მათ მასპინძელ გალაქტიკათა[[გალაქტიკა]]თა ბუნებით, „უცნაურად“ მიიჩნევა და ეს თვალშისაცემი მსგავსება მიუთითებს, რომ ეს ორი ცალკეული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოვლენა შეიძლება ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის შედეგი იყოს; ამავე დროს, შეიძლება მიეკუთვნებოდეს კილონოვების ამ დრომდე უცნობ კლასს. მკვლევართა განცხადებით, შესაბამისად, სამყაროში კილონოვები შეიძლება იმაზე გავრცელებული და მრავალფეროვანი იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
 
==თეორია==
ორი [[კომპაქტური ვარსკვლავი|კომპაქტური ობიექტის]] ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრაობა და შერწყმა, გრავიტაციული ტალღების ძლიერი წყაროა. მიჩნეულია, რომ კილონოვები მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლების (GRB) წინაპარია და სამყაროში[[სამყარო]]ში სტაბილური r-პროცესული [[ქიმიური ელემენტი|ელემენტების]] ძირითადი წყარო. ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის საბაზისო მოდელი 1998 წელს, ლი-სინ ლიმ და [[ბოჰდან პაჩინსკიმპაჩინსკი]]მ შეიმუშავეს. საკუთარ კვლევაში მათ ივარაუდეს, რომ ნეიტრონულ ვარსკლვავთა შერწყმისას წარმოქმნილი რადიოაქტიური ამონატყორცნი თერმული გარდამავალი გამოსხივების წყარო უნდა იყოს.
 
==დაკვირვებები==
კილონოვას შესახებ პირველი დაკვირვებადი ვარაუდი 2008 წელს გაჩნდა, მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლ GRB 080503-ის შემდეგ, რომელშიც მკრთალი ობიექტი ერთი დღის შემდეგ ოპტიკურ და ინფრაწითელ სინათლეში გამოჩნდა და სწრაფად გაქრა. კიდევ ერთი კილონოვას შესახებ ვარაუდი 2013 წელს გაჩნდა, მოკლე ხანგრძლივობის გამა-გამოსხივების აფეთქება GRB 130603B-ის შემდეგ; ამ შემთხვევაში, შორეული კილონოვას მკრთალი ინფრაწითელი გამოსხივება ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა.
 
2017 წლის 16 ოქტომბერს, ორმა ობსერვატორიამ, [[LIGO]]-მ და [[Virgo]]-მ პირველად, ერთდროულად დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები (GW170817) და ელექტრომაგნიტური რადიაცია; დადგინდა, რომ წყარო ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კილონოვა იყო. მოვლენა ჩვენგან 140 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა NGC 4993-ში მოხდა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანდა ოპტიკურ ელექტრომაგნიტურ სპექტრში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილონოვა“-დან