კილონოვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
==თეორია==
ორი კომპაქტური ობიექტის ერთმანეთის გარშემო სპირალურად მოძრაობა და შერწყმა, გრავიტაციული ტალღების ძლიერი წყაროა. მიჩნეულია, რომ კილონოვები მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლების (GRB) წინაპარია და სამყაროში სტაბილური r-პროცესული ელემენტების ძირითადი წყარო. ნეიტრონულ ვარსკვლავთა შერწყმის საბაზისო მოდელი 1998 წელს, ლი-სინ ლიმ და ბოჰდან პაჩინსკიმ შეიმუშავეს. საკუთარ კვლევაში მათ ივარაუდეს, რომ ნეიტრონულ ვარსკლვავთა შერწყმისას წარმოქმნილი რადიოაქტიური ამონატყორცნი თერმული გარდამავალი გამოსხივების წყარო უნდა იყოს.
 
==დაკვირვებები==
კილონოვას შესახებ პირველი დაკვირვებადი ვარაუდი 2008 წელს გაჩნდა, მოკლე გამა-გამოსხივების ჭავლ GRB 080503-ის შემდეგ, რომელშიც მკრთალი ობიექტი ერთი დღის შემდეგ ოპტიკურ და ინფრაწითელ სინათლეში გამოჩნდა და სწრაფად გაქრა. კიდევ ერთი კილონოვას შესახებ ვარაუდი 2013 წელს გაჩნდა, მოკლე ხანგრძლივობის გამა-გამოსხივების აფეთქება GRB 130603B-ის შემდეგ; ამ შემთხვევაში, შორეული კილონოვას მკრთალი ინფრაწითელი გამოსხივება ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა.
 
2017 წლის 16 ოქტომბერს, ორმა ობსერვატორიამ, LIGO-მ და Virgo-მ პირველად, ერთდროულად დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები (GW170817) და ელექტრომაგნიტური რადიაცია; დადგინდა, რომ წყარო ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კილონოვა იყო. მოვლენა ჩვენგან 140 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა NGC 4993-ში მოხდა და მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩანდა ოპტიკურ ელექტრომაგნიტურ სპექტრში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კილონოვა“-დან