მარკუს პორციუს კატონი (უმცროსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(შემოწმების მიზნით 1 წიგნის დამატება (20210118)) #IABot (v2.0.8) (GreenC bot)
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
== სამოქალაქო ომი ==
 
კატონი კონსერვატორულ [[პოლიტიკა]]ს ატარებდა და მისი დიდი პაპის მსგავსად, უკომპრომისო პიროვნება იყო. დიდი მონდომებით ებრძოდა კატონი [[პირველი ტრიუმვირატი|პირველ ტრიუმვირატს]]. იგი მრავალფეროვან გზებს მიმართავდა კეისრის — რესპუბლიკის უდიდესი მტრის დასაბრკოლებლად. ასე მაგალითად, როდესაც კეისარმა მოიწადინა დაუსწრებლად არჩევა კონსულად, კატონმა გამოიყენა თავისი ორატორული [[ხელოვნება]] და დილიდან საღამომდე შეუჩერებლად ლაპარაკობდა სენატში, რითაც ხელი შეუშალა გადაწყვეტილების მიღებას (სენატის სხდომები მხოლოდ მზის ჩასვლამდე გრძელდებოდა). კეისრის და [[გნეუს პომპეუს მაგნუსი|პომპეუსის]] დაპირისპირებისას მან რესპუბლიკური ინტერესბიდან გამომდინარე, პომპეუსს დაუჭირა მხარი, და როდესაც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეტოვებინა რომი, კატონი, [[ციცერონი]]სა და სხვა სენატორთა მსგავსად საბერძნეთში გადავიდა. კატონის საერთოდ არ ამართლებდა რომაელთა შორის ურთიერთჟლეტას, და [[დირაქინის ბრძოლა|დირაქიონის ბრძოლის]] შემდეგ რომ უნახავს დახოცილი კეისარიანელები, აცრემლებული თვალები ტოგით დაუფარავს და გაცლია იქაურობას. [[ფარსალოსის ბრძოლა|ფარსალოსის ბრძოლისა]] და პომპეუსის დაღუპვის შემდგომ კატონი, [[მეტელუს სციპიონი]] (პომპეუსის სიმამრი) და [[ვარუსი]] [[აფრიკა]]ში გადავიდნენ და იქ გააგრძელეს ბრძოლა კეისრის წინააღმდეგ. რესპუბლიკელებს ეხმარებოდა ნუმიდიის მეფე [[იუბა]]. რესპუბლიკურ [[არმია]]ში არ სუფევდა ერთსულოვნება: მთავარსარდლობისათვის ერთმანეთს ედავებოდნენ [[მეტელუს სციპიონი]] და [[ვარუსი]]. ლეგიონები კი მთავარსარდლად კატონს მოითხოვდნენ. კატონმა მტკიცე უარი განაცხადა და მხარი დაუჭირა სციპიონს, რომელთანაც მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. ჯარმა კატონის აზრს ანგარიში გაუწია და [[სციპიონი]] მთავარსარდლად სცნეს, თუმც, პომპეუსის გულზვიად სიმამრს ფარსალოსის ბრძოლაში აშკარა ლაჩრობა გამოეჩინა. კატონმა ჩაიბარა ქ. [[უტიკა]] და მის დაცვას შეუდგა.
 
== კატონის უკანასკნელი წლები ==
ანონიმური მომხმარებელი