მარია ანა ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
 
=== ქორწინება ===
[[1626]] წლის მიწურულს მარია ანა ერცჰერცოგ ფერდინანდ II-ის მემკვიდრეზე, [[ფერდინანდ III|ფერდინანდ ჰაბსბურგზე]] დანიშნეს. საქორწინო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ [[1625]] წლიდან დაიწყო. იმავე წელს პრინც ფერდინანდს ჯერ უნგრეთისა და ხორვატიის, [[1627]] წელს კი ბოჰემიის მეფის წოდება უბოძეს. საქორწინო მოლაპარაკებების დროს განხილულ იქნა ინფანტას ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც მომავალი მეუღლის სამეფო კარზე მოელოდა. ნიშნობიდან მალევე მადრიდში სკანდალი აგორდა, რომ მარია ანამ ფერდინანდთან ქორწინებაზე უარი თქვა და მის ნაცვლად [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტ]] ამბროსიო პენალოსაზე დაქორწინება მოისურვა, თუმცა ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ სამეფო ოჯახის სახელის შესალახად აგორებული ჭორები იყო. [[1628]] წელს როგორც ესპანური, ისე ავსტრიული მხარის მიერ ხელმოწერილ იქნა საქორწინო კონტრაქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარია ანასა და მის შთამომავლებს ესპანეთის სამეფო ტახტზე უფლებები ენიჭებოდათ, რომელიც [[1615]] წელს ლუი XIII-ზე ქორწინებისას მის უფროს დას, დედოფალ ანა ავსტრიელსა და მის შთამომავლებს ჩამოართვეს.
[[ფაილი:FerdinandIII.MariaAnna.JPG|მინი|282x282პქ|ფერდინანდ III და მარია ანა ესპანელი 1630 წელს]]
[[1629]] წლის დეკემბერში მარია ანამ დიდი ამალითა და მზითვებით დატოვა მადრიდი და ვენაში გაემგზავრა. როცა გენუამდე მიაღწია გართულებები შეიქმნა, რაც იტალიაში მოდებული ეპიდემიით იყო გამოწვეული. ამ მიზეზით მარია ანამ გზა ვეღარ განაგრძო და დროებით ბოლონიაში შეჩერდა. აქ ინფანტას კარდინალი ანტონიო ბარბერინი (პაპ [[ურბან VIII]]-ის ძმიშვილი), რომელმაც იგი ოქროს ვარდების ორდენით დაასაჩუქრა. მარია ანას ამალის დიდი ნაწილი ნეაპოლში ეპიდემიას ემსხვერპლა, სადაც ინფანტა სამოგზაუროდ ჩავიდა. ამით შეშინებულმა მარია ანამ სასწრაფოდ დატოვა ნეაპოლის სამეფო, გადალახა პაპის ოლქი და ჩრდილო იტალიიკენ გაემგზავრა. მან მოილოცა იტალიური წმინდა ადგილები. ამ დროს მას თან ახლდა რომის პაპის კიდევ ერთი ძმიშვილი — ტადედო ბარბერინი, პალესტინის პრინცი. [[1631]] წლის 26 იანვარს მარია ანა ტრესტში ჩავიდა სადაც მომავალ რძალს ავსტრიის ერცჰერცოგი ლეოპოლდ ვილჰელმი დახვდა, რომელმაც ინფანტა ვენის სამეფო კარზე ჩაიყვანა. იმავე დღეს შედგა მარია ანასა და ფერდინანდის მარიონეტული ქორწინება, სადაც ფერდინანდის როლი ლეოპოლდ ვილჰემლმმა მოირგო.