ბიპოლარული აშლილობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:დეპრესია გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 3:
ეს მდგომარეობები, რომლებსაც ფაზებს ან ეპიზოდებს უწოდებენ, პერიოდულად ცვლიან ერთმანეთს უშუალოდ „ნათელი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის (ინტერმისიები, რომლებსაც ინტერფაზებსაც უწოდებენ) შუალედის მეშვეობით, რომლის დროსაც არ ფიქსირდება ფსიქიკის ფუნქციონირების აქტივობის დაქვეითება დიდი რაოდენობის დაავადებებისა და ფაზების გადატანის შემთხვევაშიც კი. ინტერმისიებში ავადმყოფის ფსიქიკა და პიროვნული მახასიათებლები მთლიანად აღდგენას ექვემდებარება. ამასთან, ღირს აღვნიშნოთ, რომ ხშირად, პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარუილი აშლილობა აღენიშნებათ, სხვა ფსიქიკური დაავადებებიც შეიძლება გააჩნდეთ.
 
პირველად ბიპოლარული აშლილობა [[1854]] წელს თითქმის ერთდროულად აღწერეს ორმა მკვლევარმა — ჟ. პ. ფალრემ და ჟ. გ. ფ. ბაიარჟემ. თუმცა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამ აშლილობის არსებობას არ აღიარებდა იმ დროის [[ფსიქიატრია]] და იგი მოგვიანებით გამოყო ცალკე აშლილობად [[ემილ კრეპელინი|ემილ კრეპელინმა]] (1896). კრეპელინმა მას უწოდა მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომელიც დიდი დროის განმავლობაში იყო ზოგადად მიღებული სახელწოდება, თუმცა მოგვიანებით შემოღებული ზოგადი კლასიფიკაციის გამო ეს არაკორექტულ სახელწოდებად აღიარეს, ვინაიდან ამ დაავადებას ყოველთვის თან არ ერთვის ფსიქოტური დარღვევები და ყოველთვის ორივე ტიპის ფაზა (მენიაცამანიაც და დეპრესიაც) არ ფიქსირდება.
 
ამასთან, ტერმინი „მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი“ გარკვეული თვალსაზრისით დაავადებულებთან ურთიერთობაში სტიგმატიზირებულად ითვლება. დღესდღეობით უფრო კორექტულ და მეცნიერულ სახელწოდებად „ბიპოლარული აფექტური აშლილობა“ აღიარეს. ეს სახელწოდებაც არაა სრულიად კორექტური და მივყავართ, მაგალითად, ისეთ ტერმინოლოგიასთან, როგორიცა „ბიპოლარული აშლილობის მონოპოლარული ფორმა“.