კათოლიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5
No edit summary
ხაზი 26:
}}
{{ქრისტიანობა}}
'''კათოლიციზმი''' ({{Lang-el|καθολικός}}), ოფიციალური სახელია '''რომის კათოლიკურიკათოლიკე ეკლესია''' ({{Lang-la|Ecclesia Catholica Romana}}), ან უბრალოდ '''კათოლიკე ეკლესია''' ({{Lang-la|Ecclesia Catholica}}) ― [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] ყველაზე დიდი კონფესია და, ასევე, მსოფლიოს უდიდესი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც, 2019 წლის მონაცემებით 1.345 მილიარდი მონათლული კათოლიკე მიმდევარი ჰყავს. როგორც მსოფლიოში უდიდესმა და უძველესმა, ასევე მუდმივად მოქმედმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, კათოლიკე ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა დასავლური ცივილიზაციის ისტორიასა და განვითარებაში. კათოლიციზმი აერთიანებს 24 კონკრეტულ ეკლესიასა და მთელს მსოფლიოში არსებულ 3,500 ეპარქიას. [[რომის პაპი|პაპი]], რომელიც არის [[რომი|რომის]] ეპისკოპოსი, არის ასევე მთელი ეკლესიის მეთაური. რომის საეპისკოპოსო, რომელიც აგრეთვე ცნობილია, როგორც წმინდა საყდარი, არის ეკლესიის ცენტრალური მმართველი ორგანო. [[წმინდა საყდარი]] შედგება ორი ნაწილისაგან: [[რომის კურია|რომის კურიისგან]], რომელსაც ოფისები [[ვატიკანი|ვატიკანში]] აქვს, და რომის ანკლავისგან, რომლის მეთაურიც თავად პაპია.
 
კათოლიციზმის მთავარი რელიგიური იდეოლოგია გამომდინარეობს [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|ნიკეის საეკლესიო კრების]] მრსწამსიდან. ამ მოძღვრების მიხედვით, არსებობს ერთადერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც თავად [[იესო ქრისტე|იესო ქრისტემ]] დააარსა. ამავე მოძღვრებით, კათოლიკე ეპისკოპოსები არიან ქრისტეს მოციქულთა მემკვიდრეები, ხოლო [[რომის პაპი]] თავად [[წმინდა პეტრე|წმინდა პეტრეს]] მემკვიდრე და, მაშასადამე, მთელი ეკლესიის მეთაურია, რამეთუ მას მიანიჭა ქრისტემ პირველობა. კათოლიკეთა მტკიცებით, სწორედ ისინი იყენებენ თავდაპირველ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელსაც ქადაგებდნენ მოციქულები. კათოლიკე ეკლესია უშეცდომოდ ინარჩუნებს სწავლებას წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მეშვეობით, როგორც ავთენტურადაა განმარტებული ეკლესიის მაგისტერიუმში. ლათინური ეკლესია, ოცდასამი აღმოსავლური ეკლესია და ინსტიტუტები, როგორებიცაა: მენდიკანტური ორდენები, დახურული სამონასტრო ორდენები და სხვა წმინდა ორდენები, ასახავენ ეკლესიაში არსებულ მრავალფეროვან თეოლოგიურ და სულიერ აქცენტებს.
ხაზი 1 383:
ფაილი:Saint Patrick Catholic Church (Junction City, Ohio) - stained glass, Saint Patrick - detail.jpg|წმინდა პატრიკი
ფაილი:Maria Magdalene (Titian 1565) Petersburg Eremitage.jpg|მარიამ მაგდალინელი
ფაილი:Triunfo de San Agustín.jpg|ნეტარი ავგუსტინე
ფაილი:Santa Catalina de Alejandría - Pedro Ruiz González.jpg|წმინდა ეკატერინე ალექსანდრიელი
ფაილი:Master of the Madonna of Vyšší Brod – Saint Barbara.jpg|წმინდა ბარბარე
Line 1 397 ⟶ 1 398:
ფაილი:Saint Nicholas Church (Osgood, Ohio) - stained glass, Saint Nicholas - detail.jpg|წმინდა ნიკოლოზი
ფაილი:Saint Benedict MET DT10251.jpg|წმინდა ბენედიქტე ნურსიელი
ფაილი:MEDAILLON.OF.SAINT.THOMAS.MORE.jpg|წმინდა თომას მორიბეკეტი
ფაილი:Bartolomé Esteban Murillo (1617-1682) (studio of) - The Vision of Saint Rose of Lima (1586–1618) - 1257136 - National Trust.jpg|წმინდა როზა ლიმელი
ფაილი:S.Rita da Cascia.jpg|წმინდა რიტა კასკიელი
Line 1 435 ⟶ 1 436:
1950 წელს პაპმა [[პიუს XII]]-მ შემოიღო მეორე მარიოლოგიური დოგმატი მარიამ ღვთისმშობლის ხორციელად ზეცად ამაღლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამის რწმენა მართლმადიდებლობშიც არსებობს, თუმცა არა დოგმატის სახით.ამ დოგმატის მიხედვით, ღვთისმშობელს, როგორც პირველქმნილი ცოდვის საერთო კანონიდან გამონაკლისს, ჩასახვისთანავე მიეცა ზებუნებრივი ნიჭები, რომლებიც ცოდვით დაცემამდე ჰქონდათ პირველმშობლებს: სიმართლე და უკვდავება. ასე რომ, ღვთისმშობელი არ უნდა დაქვემდებარებოდა სხეულით სიკვდილის კანონს. და, თუ იგი მაინც აღსრულდა, რომაელ ღვთისმეტყველთა მსჯელობით, მხოლოდ იმიტომ, რომ მან თავისი ძის მსგავსად, სიკვდილი კეთილნებობით მიიღო. მაგრამ სიკვდილმა მასზე ვერ იბატონა. და იგი ხორციელად ამაღლდა ზეცად.
 
== საეკლესიო საიდუმლონი ==
{{მთავარი|საიდუმლონი}}
[[ფაილი:Seven Sacraments Rogier.jpg|მარცხნივ|მინი|291x291პქ|„შვიდი საიდუმლო“, შესრულებულია [[როგირ ვან დერ ვეიდენი|როგირ ვან დერ ვეიდენის]] მიერ, 1448 წელს.]]
კათოლიკური სწავლებით ეკლესიას სულ შვიდი საიდუმლო აქვს, რომლებიც თავად ქრისტემ დააწესა. საიდუმლოთა რაოდენობა და ბუნება საბოლოოდ საეკლესიო კრებებით განისაზღვრა, რომელთაგან უმთავრესი [[ტრიენტის საეკლესიო კრება|ტრიენტის კრება]] იყო. ამრიგად, კათოლიკე ეკლესიას აქვს სულ შვიდი საიდუმლო: ნათლობა, კონფირმაცია, ევქარისტია, სინანული, სნეულთა სიაზრებაცხება (იგი მიეკუთვნება „უკანასკნელი წეს-ჩვეულებების“ რიგს), წმინდა ორდენები და წმინდა ქორწინება. საიდუმლოებები გამოხატულია თვალსაჩინო რიტუალებით, რომელთაც კათოლიკეები თავად აღასრულებენ და აღიქვამენ, როგორც ღმერთთან დამაკავშირებელ ქმედებებს, რომელთა მეშვეობითაც ღვთის მადლი გადადის მათზე. კათოლიკე ეკლესიის [[კატეხიზმო]] საიდუმლოებებს სამ ჯგუფად ჰყოფს: ინიციაციურ, განმკურნებელ და აღსასრულებელ საიდუმლოებებად. ეს ჯგუფები თავის მხრივ ადამიანის ბუნებრივი და სულიერი ცხოვრების ეტაპებს ასახავენ, რომლებიც უნდა გაიაროს ადამიანმა თუ აპირებს კათოლიკური მრწამსით ცხოვრებას.
 
საიდუმლოთა ლიტურგიები ეკლესიის მისიაში ერთიანია, შემდეგი კატეხეზის მიხედვით:
Line 1 449 ⟶ 1 450:
 
==== ნათლობა ====
{{მთავარი|ნათლისღება}}
[[ფაილი:El bautismo de Jesús, por José Ferraz de Almeida Júnior.jpg|მინი|303x303პქ|იესო ქრისტეს ნათლობა მდინარე იორდანეში, შესრულებულია 1895 წელს ხოსე ფერარ დე ალმეიდა უმცროსის მიერ.]]
კათოლიკე ეკლესიის გადმოსახედიდან, ნათლობა სამი ინიციაციური საიდუმლოდან უპირველესია. როგორც პირველსაწყისი, იგი ადამიანის ყველა მანამდელ ცოდვას შლის და აქცევს ქრისტიანად. როგორც ღვთის ერთგვარი უსასყიდლო ძღვენი, ადამიანს ნათლობა ადამიანს მონათვლამდელი ცოდვებისაგან ათავისუფლებს და ეს ეხება ახალშობილ ბავშვებსაც კი, რომელთაც, მართალია არ აქვთ ჩადენილი ცოდვები, მაგრამ მაინც არ არიან თავისუფალნი პირველქმნილი ცოდვისაგან. თუ ახალშობილს სიკვდილის საფრთხე ემუქრება და ფიზიკურად შეუძლებელია მღვდლის პოვნა, ეკლესია ნებას რთავს ექიმს, მედდას თუ ოჯახის წევრს, რომ ბავშვი მაშინვე მონათლოს. ნათლის მიღება ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეუძლია და კათოლიციზმი არ აღიარებს მეორე ნათლობას, მათთვისაც კი, ვინც კათოლიციზმზე სხვა ქრისტიანული დომინაციებიდან გადადიან ხოლმე, რადგან „ვიღებ ერთსა ნათელს“ ერთგვარი დოგმასავითაა დამკვიდრებული. აღსანიშნავია, რომ აქედან გამომდინარე, კათოლიკე ეკლესია აღიარებს როგორც მართლმადიდებლურ, ისე პროტესტანტულ ნათლობას. კათოლიკე ეკლესია ასევე აღიარებს იმ ნათლობას, რომელიც ჩატარებულია იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც არ არიან კათოლიკეები, ან სულაც ქრისტიანები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი აპირირებენ თავადაც გაქრისტიანდნენ და რიტუალს ყოველივე წესის დაცვით ატარებენ, რადგან ეკლესია ამბობს: „აკეთონ ის, რასაც აკეთებს ეკლესია, როცა ნათლავს“.
 
==== კონფირმაცია ====
ნათლობისას სულიწმინდისაგან ადამიანზე გადასული მადლის ბოლომდე მისაღებად კათოლიკე ეკლესია კონფირმაციას, ანუ რწმენის აღიარებას მიიჩნევს. კათოლიკეებში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ მონათლულ ადამიანს კონფირმაცია ევალება, თუმცა თუ მონათლული პირი ჩვილია ან მცირეწლოვანია, მაშინ უკვე განსხვავებული მიდგომებია. აღმოსავლეთის კათოლიკეებში კონფირმაცია მონათვლის შემდეგ ევალებათ პატარებსაც, თუმცა ლათინური წესის კათოლიკეებში მცირეწლოვნებს ეს არ მოეთხოვებათ. უმეტესად ეს ასაკი 6-10 წლამდე მერყეობს, რასაც თავად ადგილობრივი მღვდელი ან ეპისკოპოსი განსაზღვრავს, ბავშვის მზაობის მიხედვით. შესაბამისად, კონფირმაციამდე კათოლიკეები არ აზიარებენ, მხოლოდ ნათლობის შემდგომი რწმენის აღიარების შემდეგ იღებს კათოლიკე ქრისტიანი ზიარებას და ამით აძლიერებს მასზე გადასულ მადლს. აღმოსავლეთის კათოლიკეები ამას მირონცხებას უწოდებენ, რადგან რიტუალი სრულდება სწორედ მონათლული ადამიანისათვის მირონის, ანუ წმინდა წყლის ცხებით. კათოლიციზმში კონფირმაცია ნიშნავს, რომ ადამიანი გონივრულად აცნობიერებს საიდუმლოთა მადლსა და ქრისტიანობის არსს, რომ იგი სინანულის საიდუმლოთი განწმენდილია და მზადაა იცხოვროს, როგორც ქრისტიანმა.
 
==== ევქარისტია ====
{{მთავარი|ევქარისტია}}
[[ფაილი:Ecce Agnus Dei.jpg|მარცხნივ|მინი|280x280პქ|ევქარისტიული რიტუალი კათოლიკური წირვისას]]
კათოლიკეებისათვის ევქარისტია ის საიდუმლოა, რომელიც ასრულებს ინიციაციას. იგი იწოდება, როგორც „ქრისტიანული ცხოვრების წყარო და მწვერვალი“. ცერემონია, რომლის დროსაც კათოლიკე პირველად იღებს ევქარისტიას, ეწოდება პირველი ზიარება და მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
 
ევქარისტიული დღესასწაული, რომელსაც ასევე უწოდებენ წირვასა და საღვთო ლიტურგიას, მოიცავს ლოცვებსა და წმინდა წერილის კითხვას, ასევე პურისა და ღვინის შესაწირავს, რომლებიც განთავსებულია საკურთხეველზე და მღვდელი აკურთხებს, რათა იქცეს ქრისტეს ხორცად და სისხლად. მღვდელი ამ დროს ერთგვარად იმეორებს იესოს მიერ საიდუმლო სერობაზე წარმოთქმულ სიტყვებს, როდესაც, ჯვარცმის წინა ღამეს მან მოციქულები აზიარა თავის სისხლსა და ხორცს. ზიარება ერთგვარი გაგრძელება, გახსენება და წარმოჩენაა იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისა. კათოლიკური ხედვით, ზიარების მეშვეობით ღვთიური მადლი გადადის მორწმუნე ქრისტიანებზე, ათავისუფლებს მათ ცოდვებისაგან და ეხმარება მორალურ ცოდვებთან ბრძოლაში, თუმცა მოკვდავებს მაინც მიეტევებათ ცოდვები სინანულის საიდუმლოს მეშვეობითაც.
 
=== განმკურნებელი საიდუმლოებები ===
კათოლიკური მოძღვრება განმკურნებელ საიდუმლოებებში აერთიანებს სინანულის საიდუმლოსა და სნეულთა ცხებას.
 
==== ახსარებასინანული ====
{{მთავარი|სინანული}}
[[ფაილი:Исповедь берн собор.jpg|მინი|298x298პქ|ბერძნული რიტის კათოლიკე მორწმუნე ახსარებას აბარებს მღვდელს, ლვოვი, უკრაინა. ]]
სინანულის საიდუმლო (ასევე ეწოდება შერიგება, მიტევება, აღსარება და მოქცევა), გამოხატავს ქცევას იმ ქრისტიანისა, რომელიც ნათლობის შემდეგ ქრისტეს ცოდვით განშორდა. ამ საიდუმლოს აღსასრულებლად საჭიროა თავად ადამიანის სურვილი და სინანულის განცდა ჩადენილის გამო, შემდეგ მოძღვართან ახსარების ჩაბარება და მონანიება, ამის შემდეგ კი ზიარება, რაც მორწმუნეს ცოდვისაგან განწმენდს. კათოლიკური ხედვით, მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვები ქრისტიანმა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მოინანიოს, ხოლო ყოველი ზიარების წინ ასევე სასურველია მღვდელთან მისვლა და ახსარების თქმა. თავის მხრივ, მღვდლებს უმძიმესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან არ აქვთ უფლება გათქვან ახსარებისას მოსმენილი ცოდვები, რაც თავის მხრივ ადამიანს ეხმარება თავი დაცულად იგრძნოს და მღვდელს ყველაფერი უამბოს.
 
==== სნეულთა ზიარებაცხება ====
[[ფაილი:Extreme Unction Rogier Van der Weyden.jpg|მარცხნივ|მინი|254x254პქ|სნეულის ცხება, შესრულებულია როგირ ვან დერ ვეიდენის მიერ]]
მიუხედავად იმისა, რომ მირონს კათოლიკეები მხოლოდ სამი საიდუმლოს აღსასრულებლად იყენებენ, სასულიერო პირები სხვა წმინდა ზეთებს იყენებენ იმ კათოლიკეს დასალოცად, რომელსაც სნეულების ან სიბერის გამო სიკვდილი ემუქრება. ითვლება, რომ ამ საიდუმლოს აღსრულება, რომელიც ცნობილია, როგორც სნეულთა ცხება, ადამიანს აძლევს ნუგეშს, სიმშვიდესა და მხნეობას, ხოლო თუ მას ახსარების თქმა ფიზიკურად აღარ შეუძლია, ცოდვების მიტევებასაც კი.
 
აღნიშნული საიდუმლო მიეკუთვნება ზიარების საიდუმლოს, რომელსაც სამი სახე აქვს: სინანულისა და ახსარების შემდგომი ზიარება, ევქარისტიული ზიარება და სნეულთა ცხება, ანუ სიკვდილის წინა ზიარება. აღსანიშნავია, რომ სნეულთა ცხება შეუძლიათ მხოლოდ კეთოლიკე მღვდლებსა და ეპისკოპოსებს.
 
=== აღსასრულებელი საიდუმლოებები ===
კათოლიკური კატეხიზმოს მიხედვით, არსებობს კიდევ ორი საეკლესიო საიდუმლოება: მღვდლობა და ქორწინება, რომელიც მიმართულია კათოლიკეთა ცხონებისაკენ. როგორც კატეხიზმო განმარტავს, მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, რადგან ხელს უწყობენ როგორც საეკლესიო მისიის, ისე წმინდა ოჯახთა შექმნის გზით „საღვთო ერის აშენებას“.
[[ფაილი:Priesterweihe in Schwyz 2.jpg|მინი|293x293პქ|მღვდლად ხელდასმის ცერემონიალი, შვიცი, 2006 წელი]]
 
===== მღვდლობა =====
{{მთავარი|მღვდლობა}}
 
მღვდლობა კათოლიციზმში ერთ-ერთი უდიდესი და რთულად შესასრულებელი საიდუმლოა და სანამ მღვდელი გახდება, მორწმუნემ დიდი გზა უნდა გაიაროს. გარდა ნათლობის, კონფირმაციისა და ევქარისტიისა, რაც მას კათოლიკედ აქცევს, მღვდელს მიღებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი თეოლოგიური განათლება და დიაკვნად მსახურების გამოცდილება, რის შემდეგაც მას ჩაუტარდება მღვდლად ხელდასმის რიტუალი სხვა, უკვე მოქმედი მღვდლებისა და ეპისკოპოსებისაგან. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი და პროტესტანტი ეკლესიებისაგან განსხვავებით, კათოლიკე ეკლესია მღვდლებს ქორწინებისა და შვილების ყოლის უფლებას არ აძლევს. როგორც კათოლიკური კატეხიზმო განმარტავს:
===== წმინდა ორდენები =====
{{ციტატა|მღვდელობა საეკლესიო საიდუმლოებაა, რომლის წყალობითაც ქრისტეს მიერ მის მოწაფეთათვის მინდობილი მისია გრძელდება ეკლესიაში ჟამთასვლის დასრულებამდე: ეს, მაშასადამე, სამოციქულო მსახურების საკრამენტია. იგი შეიცავს სამ ხარისხს: ეპისკოპოსი, პრესვიტერი და დიაკონი (კათოლიკე ეკლესიის კატეხიზმო, 1535:337).}}
[[ფაილი:Henri & Catherine.jpg|მარცხნივ|მინი|275x275პქ|რომის პაპი [[კლემენტ VII]] ჯვარს სწერს საფრანგეთის მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-სა და დედოფალ [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე მედიჩის]]]]
 
==== ქორწინება ====
{{მთავარი|ჯვრისწერა|ქორწინება}}
კათოლიკური სწავლებით, ქორწინება არის სოციალური და სულიერი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, რომლებიც მოვალენი არიან ერთმანეთს უერთგულონ, დაეხმარონ, იმოქმედონ ერთმანეთის სასიკეთოდ და გამრავლებისათვის შვილები გააჩინონ. სექსუალური მორალის შესახებ კათოლიკური სწავლების თანახმად, სწორედ სწორედ ქორწინებაა ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც სექსუალური აქტი ცოდვა არაა. კათოლიკური ქორწინება, ან ქორწინება, რომელიც ჩატარებულია ნებისმიერი ქრისტიანული კონფესიის პირობებში, მიიჩნევა საიდუმლოდ. საკრამენტული ქორწინება არ შეიძლება გაიხლიჩოს, შესაბამისად, კათოლიციზმი არ სცნობს განქორწინებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სიკვდილი ერევა საქმეში. ამას გარდა, ეკლესია ანულაციის ნებასაც იძლევა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად მაშინ, თუ ქორწინება კონსუმირებული არაა. ამასთან, ეკლესია ადგენს კონკრეტულ წესებსა და ნორმებს, რომლებიც ცნობილია, როგორც კანონიკური ფორმა, რომელიც კათოლიკეებმა უნდა დაიცვან.
 
როგორც უკვე აღინიშნა, კათოლიკე ეკლესია არ სცნობს განქორწინებას, როგორც მოქმედი ქორწინების დასრულებას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ განქორწინების ფორმებს მაინც უშვებს, როდესაც ეს ერთ-ერთი მეუღლისა და მათი შვილების კეთილდღეობასა და სიცოცხლის უზრუნველყოფას ეხება. ამასთან ერთად, კომპეტენტური საეკლესიო ტრიბუნალის მიერ ცალკეული შემთხვევების განხილვისას შეიძლება მოხდეს ქორწინების ბათილად ცნობა. ეკლესიის მხრიდან განქორწინების შემდეგ ხელმეორედ ქორწინება იკრძალება, თუ პირველი ქორწინება ბათილად არაა ცნობილი.
 
== კათოლიკური ლიტურგია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კათოლიციზმი“-დან