გერუსია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''გერუსია''' ({{lang-el|γερουσία < γέρων}} — მოხუცი, უხუცესი) — უხუცესთა საბჭო [[ძველი საბერძნეთი]]ს ქალაქ-სახელმწიფოებში. გერუსია მემკვიდრეობით გადმოვიდა პირველყოფილური წყობიდან, სადაც უხუცესთა საბჭო ტრადიციული სახელისუფლებო ტრიადის (ბელადი – უხუცესთა საბჭო – სახალხო კრება) შუა ელემენტი იყო, მან არსებობა გააგრძელა [[ჰომეროსი]]ს ეპოქაშიც (ძვ. წ. XI–IX სს.), როდესაც პატრიარქალური სამეფო ხელისუფლების მატარებლები მნიშვნელოვან საქმეებს წინასწარ უხუცესთა საბჭოსთან ერთად განიხილავდნენ (ჰომეროსი, [[ილიადა]] II 53), და უფრო გვიანაც, [[არქაიკა|არქაიკის]] პერიოდში (ძვ. წ. VIII–VI სს.), სადაც იგი სახელმწიფო საბჭოდ გადაიქცა (მაგ., [[ძველი კორინთი|კორინთში]] [[კიფსელე]]სა და მისი მემკვიდრეების ტირანიის დამხობის შემდეგ, ძვ. წ. VII ს.). გერუსია ყველაზე მეტად ცნობილია ძველ [[სპარტა]]ში.<ref name="დრე" /> სავარაუდოდ, სპარტის გერუსიის შემქმნელი უნდა იყოს ლეგენდარული კანონმდებელი [[ლიკურგე]].<ref>{{წიგნი | ავტორი = წერეთელი ა. |სათაური=ძველი საბერძნეთი|გამომცემლობა= „განათლება“| ტომი = I|ადგილი= თბილისი|წელი = 1966}}</ref> იგი შედგებოდა 28 უხუცესისგან, რომლებსაც სახალხო კრებაზე ირჩევდნენ 60 წელს გადაცილებული პატივსაცემი მოქალაქეებისგან, და 2 მოქმედი მეფისგან (ასაკის მიუხედავად), ასე რომ სპარტის გერუსიაში სულ 30 წევრი იყო. იგი უმაღლეს სათათბირო და სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც განიხილავდა გადაწყვეტილებათა პროექტებს სახალხო კრებაზე გატანამდე და სისხლის სამართლის საქმეებს.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Фролов Э. Д. |სათაური=Герусия |ტომი=7 |გვ=20 |id=2356039}}</ref>
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერუსია“-დან