გერუსია: განსხვავება გადახედვებს შორის

2 397 ბაიტი დაემატა ,  9 თვის წინ
გადაიწერა
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(ახალი)
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
 
(გადაიწერა)
'''გერუსია''' ({{lang-el|γερουσία < γέρων}} — მოხუცი, უხუცესი) — უხუცესთა საბჭო [[ძველი საბერძნეთი]]ს ქალაქ-სახელმწიფოებში. გერუსია მემკვიდრეობით გადმოვიდა პირველყოფილური წყობიდან, სადაც უხუცესთა საბჭო ტრადიციული სახელისუფლებო ტრიადის (ბელადი – უხუცესთა საბჭო – სახალხო კრება) შუა ელემენტი იყო, მან არსებობა გააგრძელა [[ჰომეროსი]]ს ეპოქაშიც (ძვ. წ. XI–IX სს.), როდესაც პატრიარქალური სამეფო ხელისუფლების მატარებლები მნიშვნელოვან საქმეებს წინასწარ უხუცესთა საბჭოსთან ერთად განიხილავდნენ (ჰომეროსი, [[ილიადა]] II 53), და უფრო გვიანაც, [[არქაიკა|არქაიკის]] პერიოდში (ძვ. წ. VIII–VI სს.), სადაც იგი სახელმწიფო საბჭოდ გადაიქცა (მაგ., [[კორინთი|კორინთში]] [[კიფსელე]]სა და მისი მემკვიდრეების ტირანიის დამხობის შემდეგ, ძვ. წ. VII ს.). გერუსია ყველაზე მეტად ცნობილია ძველ [[სპარტა]]ში.<ref name="დრე" /> სავარაუდოდ, სპარტის გერუსიის შემქმნელი უნდა იყოს ლეგენდარული კანონმდებელი [[ლიკურგე]].<ref>{{წიგნი | ავტორი = წერეთელი ა. |სათაური=ძველი საბერძნეთი|გამომცემლობა= „განათლება“| ტომი = I|ადგილი= თბილისი|წელი = 1966}}</ref> იგი შედგებოდა 28 უხუცესისგან, რომლებსაც სახალხო კრებაზე ირჩევდნენ 60 წელს გადაცილებული პატივსაცემი მოქალაქეებისგან, და 2 მოქმედი მეფისგან (ასაკის მიუხედავად), ასე რომ სპარტის გერუსიაში სულ 30 წევრი იყო. იგი უმაღლეს სათათბირო და სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც განიხილავდა გადაწყვეტილებათა პროექტებს სახალხო კრებაზე გატანამდე და სისხლის სამართლის საქმეებს.<ref name="დრე">{{დრე წიგნი |ავტორი=Фролов Э. Д. |სათაური=Герусия |ტომი=7 |გვ=20 |id=2356039}}</ref>
'''გერუსია''' ({{lang-el|γερουσία}}) — უხუცესთა საბჭო [[სპარტა|სპარტაში]]. გერუსია წარმოადგენდა უმაღლეს [[სასამართლო|სასამართლოსა]] და სამხედრო საბჭოს. შესდგებოდა 28 წევრისაგან (ორი [[მეფე|მეფის]] ჩათვლით). გერუსიის შემადგენლობა არჩევითი იყო და მისი წევრი 60 წელს გადაცილებული სპარტიატი უნდა ყოფილიყო. გერუსიის შექმნა მიეწერება სპარტის ლეგენდარულ კანონმდებელ [[ლიკურგე|ლიკურგეს]].
 
== ლიტერატურა ==
* {{წიგნი | ავტორი = წერეთელი ა. |სათაური=ძველი საბერძნეთი|გამომცემლობა= „განათლება“| ტომი = I|ადგილი= თბილისი|წელი = 1966}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* {{Cite web|title=გერუსია - უცხო სიტყვათა ლექსიკონი|url=http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=8761|access-date=2021-02-04|website=www.nplg.gov.ge}}
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:სპარტა]]