ქარჩოხის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ქარჩოხის ციხე''', ''ცხმორის ციხე'' — [[შუა საუკუნეები]]ს ციხესიმაგრე [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში, მდინარე [[ქსანი|ქსნის]] ზემოთში, კლდოვან კონცხზე, იქ, სადაც ოხირისხევი მდ. ქსანს უერთდება (ახლანდელი ოკუპირებული [[ახალგორის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიაზე). აქ უძველესი დროიდან გადადიოდა გზები მთიულეთიდან [[ქსნის ხეობა]]ში, რამაც განაპირობა ციხესიმაგრის დაარსება. XIV საუკუნის დასაწყისში მეფე [[დავით VIII|დავით VIII-მ]] [[შალვა ქსნის ერისთავი]]ს წინააღმდეგ ლაშქრობის დროს სცადა ქარჩოხის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ. [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბაგრატიონის]] (XVIII ს.) მიხედვით, ქარჩოხის ციხე XVII საუკუნის I ნახევარში მოქმედი სიმაგრე იყო. XVIII საუკუნის დასასრულს [[ქსნის საერისთავო|ქსნის საერისთავოს]] გაუქმების შემდეგ, ქარჩოხის ხეობა თავისი ციხითურთ მეფე [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ერთ-ერთ შვილს - [[იულონ ბატონიშვილი|იულონს]] გადაეცა.
 
ქარჩოხის ციხის კომპლექსში თავდაპირველია ადრინდელი შუა საუკუნის ზურგიანი კოშკი და უაფსიდო ბაზილიკური ეკლესია, შემდეგი პერიოდისა - გალავანი და რეკონსტრუირებული კოშკი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქარჩოხის_ციხე“-დან