რანუჩო II ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 19:
 
== ბიოგრაფია ==
რანუჩო ფარნეზე დაიბადა [[1630]] წლის 17 სექტემბერს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ [[ოდოარდო ფარნეზე (პარმის ჰერცოგი)|ოდოარდო ფარნეზესა]] და მისი მეუღლის, [[მარგერიტა მედიჩი|მარგერიტა მედიჩის]] უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, ჰერცოგი [[რანუჩო I ფარნეზე|რანუჩო I]]-ის პატივსაცემად დაარქვეს. უკვე [[1646]] წელს მამამისი გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ რანუჩო II სრულწლოვანი იყო, რეგენტად დედამისი, მარგერიტა ფარნეზე და ბიძამისი, ფრანჩესკო მარია ფარნეზე დაენიშნენ.
 
დედამისისა და ბიძამისის რეგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და უკვე [[1648]] წლიდან რანუჩომ დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყო. იმის გამო, რომ მის დიდ პაპას, [[პიერო ლუიჯი ფარნეზე|პიერო ლუიჯი ფარნეზეს]] პარმის, პიაჩენცისა და კასტროს ტახტი მამამისმა, პაპმა [[პავლე III (პაპი)|პავლე III]]-მ მისცა, პაპებს ყოველთვის ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე პრეტენზია და მის დაბრუნებას ცდილობდნენ.