რანუჩო II ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19:
 
== ბიოგრაფია ==
რანუჩო ფარნეზე დაიბადა [[1630]] წლის 17 სექტემბერს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ [[ოდოარდო ფარნეზე (პარმის ჰერცოგი)|ოდოარდო ფარნეზესა]] და მისი მეუღლის, [[მარგერიტა მედიჩი|მარგერიტა მედიჩის]] უფროსი ვაჟი. მას სახელი პაპის, ჰერცოგი [[რანუჩო I ფარნეზე|რანუჩო I]]-ის პატივსაცემად დაარქვეს. უკვე 1646 წელს მამამისი გარდაიცვალა და მიუხედავად იმისა, რომ რანუჩო II სრულწლოვანი იყო, რეგენტად დედამისი, მარგერიტა ფარნეზე და ბიძამისი, ფრანჩესკო მარია ფარნეზე დაენიშნენ.
 
დედამისისა და ბიძამისის რეგენტობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა და უკვე [[1648]] წლიდან რანუჩომ დამოუკიდებელი მმართველობა დაიწყო. იმის გამო, რომ მის დიდ პაპას, [[პიერო ლუიჯი ფარნეზე|პიერო ლუიჯი ფარნეზეს]] პარმის, პიაჩენცისა და კასტროს ტახტი მამამისმა, პაპმა [[პავლე III (პაპი)|პავლე III]]-მ მისცა, პაპებს ყოველთვის ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე პრეტენზია და მის დაბრუნებას ცდილობდნენ.
 
ფარნეზეებსა და პაპებს შორის მიმდინარე ომები ცნობილია, როგორც კასტროს ომი. ბარბერინების საგვარეულოს წარმომადგენელმა რომის პაპმა [[ურბან VIII]]-მ, რომელსაც ამ ტერიტორიების თავისი გვარისათვის დამკვიდრება სურდა, რანუჩოს ომი გამოუცხადა. ეს ომები ჯერ კიდევ რანუჩო I-ის დროს დაიწყო და ოდოარდოს დროსაც გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პაპის არმიამ კასტროს ანექსირება მოახდინეს, საბოლოოდ მაინც ფარნეზეებმა გაიმარჯვეს.
 
[[1649]] წელს რომის პაპმა [[ინოკენტი X]]-მ განაახლა კასტროს ომი, მიზეზი კი ქალაქ კასტროში კარდინალ კრისტოფორო გიარდას მკვლელობა გახდა. პაპის არმიამ მალევე დაიპყრო მთელი კასტროს საჰერცოგო, რის სანაცვლოდაც პარმელებმა ბოლონიის აღება სცადეს, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ინოკენტი X-მ რანუჩოს დიდძალი თანხა გადაუხადა, რის სანაცვლოდაც პარმელებმა კასტრო რომაელებს დაუთმეს.
 
1672 წელს რანუჩო II-მ გაღატაკებული ჯანანდრეა დორია ლანდისაგან ბარდისა და კომპიანოს სამთავროები შეისყიდა. მისი მმართველობის დამლევს პარმის საჰერცოგო საფრანგეთ-ჰაბსბურგების საბრძოლო პოლიგონად იყო გადაქცეული, რის გამოც მის სამფლობელოებში ფრანგებისა და სავოიელების ჯარები იყო განლაგებული.