ოტავიო ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
 
== ბიოგრაფია ==
ოტავიო დაიბადა [[1524]] წლის 9 ოქტომბერს ვალენტანოში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ [[პიერო ლუიჯი ფარნეზე|პიერო ლუიჯი ფარნეზესა]] და მისი ცოლის, [[ჯიროლამა ორსინი|ჯიროლამა ორსინის]] უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან პაპად ერგებოდა რომის პაპი [[პავლე III (პაპი)|პავლე III]].
[[ფაილი:Annibale fontana, busto di ottavio farnese.JPG|მარცხნივ|მინი|338x338პქ|ოტავიოს ბიუსტი, ინახება მილანში]]
[[1538]] წლის 4 ნოემბერს ოტავიო დააქორწინეს ესპანეთისა და საღვთო რომის იმპერატორ [[კარლ V]]-ის უკანონო ქალიშვილ [[მარგარეტ პარმელი|მარგარეტ ავსტრიელზე]]. ამ დროს ოტავიო 14 წლის იყო, მარგარეტი კი 15-ის, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს მისთვის უკვე მეორე ქორწინება იყო. ოტავიომდე იგი დაქორწინებული იყო ფლორენციის ჰერცოგ [[ალესანდრო მედიჩი|ალესანდრო მედიჩიზე]], რომელიც ქორწილიდან მალევე დაიღუპა, უშვილოდ. აღსანიშნავია, რომ მარგარეტს თავიდან არ მოსწონდა თავისი ახალგაზრდა მეუღლე, თუმცა მას შემდეგ, რაც იგი 1541 წელს ალჟირის ალყიდან დაჭრილი დაბრუნდა, მისით აღფრთოვანებული დარჩა და მოსიყვარულე მეუღლედ იქცა.
 
1540 წელს ოტავიო კამერინოს ლორდი გახდა. 1547 წელს ოტავიოს მამა ბრძოლაში გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი პარმისა და პიაჩენცის ახალი ჰერცოგად გვევლინება. ამ დროს რომის პაპი ჯერ კიდევ პავლე III იყო, რის გამოც ფარნეზეებს დიდი გავლენა ჰქონდათ, რომელიც 1549 წელს, პავლეს გარდაცვალებამ ძლიერად შეარყია. 1551 წელს პაპი [[იულიუს III]] ხდება, რომელიც ფარნეზეების მიმართ კეთილად იყო განწყობილი, რამაც მათი მდგომარეობა შედარებით გამოასწორა.
პარალელურად, თავი იჩინა ოტავიოს მამის დროს დაწყებულმა დავამ პარმისა და პიაჩენცისათვის იმპერატორ კარლ V-თან. მისმა წაქეზებულმა მანტუას ჰერცოგმა მოახდინა პიაჩენცას ოკუპაცია და პარმის აღებითაც იმუქრებოდა, რის გამოც ოტავიო იძულებული გახდა დახმარებისათვის საფრანგეთის მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]]-თვის მიემართა. ფრანგებთან ალიანსის შესაქმნელად 1552 წელს ოტავიომ თავისი უმცროსი ძმა, რანუციო ანრი II-ის უკანონო ქალიშვილზე, [[დიანა ფრანგი|დიანა ფრანგზე]] დააქორწინა, რის შემდეგაც პარმაში ფრანგული ჯარები განლაგდა. იულიუს III-მ, რომელსაც კარლ V-თან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, ოტავიოს პარმის ტახტის დათმობა მოსთხოვა. ამაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ე.წ. პარმის ომის დაწყება, სადაც ოტავიო თავისი ფრანგული ჯარებით ებრძოდა მანტუის ჰერცოგს. როდესაც ნათელი გახდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო, ჰერცოგი ოტავიო თავად ჩავიდა თავის სიმამრთან, კარლ V-თან და შეწყალება სთხოვა, რითაც დასრულდა პარმის ომი და მასაც ტახტი შეუნარჩუნდა.
 
დარჩენილი ცხოვრება ოტავიომ მშვიდად გაატარა პარმაში, სადაც თავისი სიბრძნისა და კეთილგონიერების გამო დიდი სიყვარულით სარგებლობდა. იგი 1586 წლის 18 სექტემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, [[ალექსანდრე პარმელი|ალესანდრომ]] დაიკავა.
 
== შვილები ==