ოჩამჩირის ნაქალაქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ოჩამჩირის ნაქალაქარი''' — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი [[[[ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი|ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის]] ტერიტორიაზე, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა]]. [[მდინარე]] ჯიქიმურის შესართავთან. გათხარეს [[1935]]-[[1936]] წლებში ([[ბორის კუფტინი]], მ. ივაშჩენკო, ლ. სოლოვიოვი). აღმოჩნდა 3 სხვადასხვა დროის (ლითონის ინდუსტრიის საწყისი ეპოქის, ანტიკური ხანის და შუა საუკუენნები) ნამოსახლარის ნაშთები. ოჩამჩირის ანტიკური ხანის ნამოსახლარი გაიგივებულია [[ფსევდოსკილაკ კარიანდელი]]ს (ძვ. წ. IV საუკუნე) „პერიპლუსში“ მოხსენიებულ ქ. [[გიენოსი|გიენოსთან]]. დასახლებული იყო თხრილით გარშემოტყმული ხელოვნური ბორცვები. დასახლების ეს ტიპი დამახასიათებელი იყო [[კოლხეთი]]სათვის თავისებური ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო. შემორჩენილია თიხაკეპნილი იატაკებისა და კედლების შელესილობის ნაშთები. აღმოჩენილია თიხისა და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ([[ოქრო]], [[რკინა]], [[ბრინჯაო]]) სამკაული და იარაღი. გვხვდება აგრეთვე თიხის ბერძნული ნაწარმი, რომლის უადრესი ნიმუშები ძვ. წ. V საუკუნის შუა წლებით თარიღდება.
 
==ლიტერატურა==