კურო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ოქროს ბოტი (განხილვა | წვლილი) მ →ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB |
No edit summary იარლიყი: მრავალმნიშვნელოვანი ბმულები |
||
ხაზი 1:
{{მმ*|კურო (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Taureau charolais au pré.jpg|მინი|ჩაროლაზიური კურო]]
'''კურო''' — მამალი [[მსხვილი რქოსანი საქონელი]]. მწარმოებელი კურო [[ფური|ფურზე]] მაღალია, აქვს მასიური ტანი (წინა ნაწილი უფრო განვითარებულია, ვიდრე უკანა). სქელი კისერი, ფართო და ღრმა მკერდი, მომრგვალებული მხრები, დიდთავიანია. სარძევე ჯიშის კუროს ცოცხალი მასა 750-850 კგ, სახორცისა — 700-1200 და მეტი კგ. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-8 თვისა. ადრეული ჯიშის კუროს დასაგრილებლად უშვებენ 14-16 თვისას, საგვიანოს — 16-18 თვისას. სანაშენედ არჩევენ საუკეთესო კუროებს. ამისათვის ითვალისწინებენ ჯიშიანობას, წარმოშობას, ექსტერიერს, კონსტიტუციას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, სქესობრივ აქტივობას, შთამომავლობის ხარისხს. მეურნეობაში კუროს იყენებენ 6-8 წლის განმავლობაში, ზოგიერთი კურო პოტენციას 12-14 წლამდე ინარჩუნებს. თავისუფალი დაგრილების დროს თითოეული კუროს დატვირთვაა 50-70 ფური, მიყვანით დაგრილებისას — 150—200.
|