ფესახი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.5
ხაზი 14:
[[ძველი აღთქმა|ძველი აღთქმის]] წიგნი [[გამოსვლა|გამოსვლა]] მოგვითხრობს, ეგვიპტეში საშინლად იჩაგრებოდა ებრაელი ხალხი. უფალმა მათ გასანთავისუფლებლად მრავალი ნიშანი და [[ათი სენი]] მოუვლინა [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტეს]]. მაგრამ [[ფარაონი|ფარაონს]] გული გასასტიკებული ჰქონდა. მაშინ უფალმა ეგვიპტელებს მოუვლინა ღვთის რისხვა - პირველშობილთა მოკვდინება. ებრაელები გაფრთხილებულები იყვნენ, სახლის შესასვლელ კარზე ნიშანი დაედოთ ბატკნის სისხლით. ამ ნიშნის მქონე კარს სიკვდილის ანგელოზი გვერდს აარიდებდა და სენი მათ არ შეეხებოდა<ref>გამოსვლა 12:13 - ''სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ცხოვრობთ; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით. არ მოგეკარებათ დამღუპველი სენი, როცა ეგვიპტელთა შემუსვრას დავიწყებ''.</ref>.ასეთი განსასჯელისაგან თავზარდაცემულმა ფარაონმა ებრაელებს ნება დართო ეგვიპტიდან წასულიყვნენ. განთავისუფლებული ებრაელები ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას აღარ დაელოდნენ, უფუარი ცომისაგან ხმიადი კვერები დააცხეს და საგზლად წაიღეს. ამიტომ ფესახის დღეებში, როდესაც იხსენიებენ პირველშობილ ყრმათა მოკვდინებას, მონობისაგან განთავისუფლებასა და ეგვიპტიდან გამოსვლას, არ ჭამენ აფუებულ პურს. ამის გამო დღესასწაულს მეორენაირად "უფუარობის დღესასწაულს" უწოდებენ (חַג הַמַּצּוֹת - ''ხაგ ჰა’მაცოთ'')<ref>გამოსვლა 12:17 - ''დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად''.</ref> <ref>ლევ. 23:6, რიცხ. 28:17, რიცხ. 33:3.</ref> ამ დღესასწაულის უშუალო სიმბოლო და აუცილებელი ატრიბუტია უფუარი პურის კვერი - ხმიადი, რომელსაც [[მაცა]] ეწოდება.
 
ფესახი ანუ პასექი , ისევე როგორც [[შავოუთი|შავოუთი]] და [[სუქოთი|სუქოთი]] მიეკუთვნება [[სამი პილიგრიმული დღესასწაული|სამ პილიგრიმულ დღესასწაულს]] (''შალოშ რეგალიმ''), როდესაც ისტორიული ტრადიციის თანახმად,მორწმუნეები ლოცვით მსვლელობას აწყობენ და მოილოცავენ [[სოლომონის ტაძარი|იერუსალიმის ტაძარს]]. ანალოგიურ მომლოცველთა მსვლელობას აწყობენ სამარიტელები იმ განსხვავებით, რომ ამ მსახურებაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობენ და მოილოცავენ გერიზიმის მთას<ref>The Samaritans' Passover sacrifice by Amnon K'fir [http://www.ynet.co.il/english/articles/0,7340,L-3394699,00.html Ynet news 05.02.2007]</ref> <ref>Ancient Samaritan sect marks Passover sacrifice near Nablus [http://www.haaretz.com/hasen/spages/854549.html Haaretz 01.05.2007] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20081017151051/http://www.haaretz.com/hasen/spages/854549.html |date=17.10.2008 }}</ref>.
 
== დრო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფესახი“-დან